მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსელი გვარდიოლას ახალ კონტრაქტს სთავაზობს

როსელი გვარდიოლას ახალ კონტრაქტს სთავაზობს

”ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა იმედი გამოთქვა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა კლუბთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.

კლუბის პრეზიდენტმა ამის შესახებ განცხადება ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში, ”ჩელსისთან” მარცხის შემდეგ გააკეთა. ”ნოუ კამპზე” გუნდებმა 2:2 ითამაშეს, რის შემდეგაც ”ბარსა” ლიგის მიმდინარე გათამაშებას დაემშვიდობა.

”ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ პეპ გვარდიოლა კლუბთან ხელშკრულებას გაახანგრძლივებს. დარწმუნებული ვარ, რომ მის გადაწყვეტილებაზე ”ჩელსისთან” დაფიქსირებული შედეგი არ იმოქმედებს. ჩვენი გულშემატკივრები უნდა ამაყობდნენ გუნდით და იცოდნენ არა მხოლოდ გამარჯვება, არამედ მარცხიც” – განაცხადა როსელმა.

თუკი პეპ გვარდიოლას გუშინდელ განცხადებას გავითვალისწინებთ, მაშინ უახლოეს დღეებში ”ბარსელონა” ოფიციალურად გამოაცხადებს პეპ გვარდიოლასთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ ცნობას.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში