ჰიონესი: ”მარადონა საუკეთესოა, მესი კი შეიძლება მასთან ახლოსაა”

ჰიონესი: ”მარადონა საუკეთესოა, მესი კი შეიძლება მასთან ახლოსაა”

მიუნხენის ”ბაიერნის” პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა ესპანურ პრესასთან საუბრისას განაცხადა, თუ ვის მიიჩნევს ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად.

ჰიონესმა ასეთად დიეგო მარადონა მიიჩნია, ხოლო მას ”ბარსელონას” არგენტინელი ვარსკვლავი, ლეო მესი შეადარა.

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოდ მარადონას მივიჩნევ. მესი შეიძლება მასთან ძალიან ახლოსაა. პრობლემა ისაა, რომ ”ბარსელონაში” ის შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს, მაგრამ არგენტინის ნაკრებში ასე არ ხდება. მარადონამ კი 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონატი საკუთარი გოლებით მოიგო. მან დაამარცხა ისეთი გუნდები, როგორბიც გერმანია და ინგლისი არიან. მისი გუნდი იყო მარადონა და დანარჩენი ფეხბურთელები” – განაცხადა ჰიონესმა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია