ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელი, გარი კეჰილი, თვლის, რომ მის გუნდს ნამდვილად შესწევს ძალა კატალონიის “ბარსელონას” დამარცხებისა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში. კეჰილის აზრით, “ლურჯებს” შეუძლიათ ფინალში გასვლა.
“”ბარსელონას” დამარცხება შესაძლებელია; ნებისმიერი გუნდის დამარცხებაა შესაძლებელი. უბრალოდ საქმე ისაა, რომ კატალონიელები ფენომენალურ ფეხბურთს აჩვენებენ. მე ვუყურებდი მათ თამაშს “მილანის” წინააღმდეგ, სადაც იტალიურ გრანდს 3 გოლი გაუტანეს, არა და 6 გოლის გატანაც თავისუფლად შეეძლოთ.”
“რა თქმა უნდა არანაირ ილუზიებს არ ვიქმნით. ვიცით რამდენად რთული იქნება ეს მატჩი. ყველა ჩვენგანი ბოლომდე იბრძოლებს და შეეცდება გუნდისთვის წარმატების მოსატანად ყველაფერი გაიღოს. წინ სეზონის ერთ–ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი და ურთულესი დაპირისპირება გველოდება.” –ციტირებს კეჰილის სიტყვებს Sky Sport–ი.