workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსელი სესკს: “ბარსაში” გნახავ”

როსელი სესკს: “ბარსაში” გნახავ”

ფაბრეგასმა უკვე იცის, რომ კატალონიური კლუბის ახალი პრეზიდენტი გააფთრებით ცდილობს მის სახლში დაბრუნებას და სჯერა, რომ ფანების და მწვრთნელის დიდი ხნის ოცნებას აასრულებს.

 სანდრო როსელი დარწმუნებულია, რომ სესკ ფაბრეგასი მომავალი სეზონიდან ლურჯ-წითელ მაისურს მოირგებს. მან უკვე ღიად ისაუბრა თავის გეგმებზე და განაცხადა, რომ კატალონიელის ტრანსფერზე მუშაობას თავისი პრეზიდენტობის პიველივე დღეს დაიწყებს.

 სანდრო უკვე ესაუბრა “ბარსელონას” წარმომადგენლებს სამხრეთ აფრიკაში და თუ რამის გაკეთბას აპირებდა, სესკთანაც უნდა ესაუბრა… ასეც მოიქცა.

 “იყავით წყნარები, მომთმენნი, დაივიწყეთ ახლო მომავალი…” – ამ თვისებების გამოჩენისკენ მოუწოდა ახალმა პრეზიდენტმა “ბარსას” ფეხბურთელებს, ასევე სესკს, რადგან მისი პრეზიდნეტობის დღიდან, იგი ეცდება როგორმე ძალიან მალე და უმტკივნეულოდ ჩაამთავროს ტრანსფერი, ისე რომ ყველაზე ნაკლებად თავად ფეხბურთელი დაზარალდეს.

 სტრატეგია

 ლონდონში ყველას ფაბრეგასის წარმატება და კარგად ყოფნა გაუხარდებათ და “არსენალის” მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ეს დაეხმარება კატალონიელს კლუბის მშვიდობიანად დატოვებაში, მაგრამ სინამდვილეში ხდება ის, რომ ინგლისელები ყურადღბას არ აქცევენ “ბარსას” და ფეხბურთელის ინტერესებს და ამ გზით კაპიტნის შენარჩუნებას ცდილობენ.

 “ბარსამ” პირველი ოფიციალური შეთავაზების შემდეგ, კიდევ ერთხელ მიმართა “მეთოფეებს” და ამჯერად 32 მილიონის გადახდას დასჯერდა, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ლონდონელებს კონკრეტული პასუხი გაეცათ, მათ საქვეყნოდ განაცხადეს, რომ არ არიან ჩაბმულები რაიმე მოლაპარაკებებში და კაპიტანს ვერანაირ ფასად ვერ დათმობენ.

 “არსენალს” არ მოსწონდა, რომ კატალონიური კლუბი სესკის გადაბირებას მსოფლიო ჩემპიონატამდე ცდილობდა და ყველანაირ ხერხს მიმართა, რათა ფაბრეგასი “ემირეითსზე” დარჩენილიყო იმდენი ხნით, რომ “ბარსელონას” პირველი გეგმა ჩაშლილიყო.

 როსელი და მისი გუნდი ეცდებიან როგორმე გადმოიბირონ კატალონიელი, რათა პეპ გვარდიოლას გუნდი უფრო გააძლიერონ. როსელმა იცის, რომ “ბარსელონას” ფანები მოუთმენლად ელოდებიან ფაბრეგასის “ნოუ კამპზე” გადმოსვლას. ფანების 68,2% დადებითად უყურებს სესკ ფაბრეგასში 40 მილიონ ევროზე მეტის გადახდას.

 ალბათ ფანების დიდი ნაწილი განაწყენებული დარჩა, როდესაც როსელი არ დაეთანხმა სესკში დიდი თანხის გადახდის იდეას, მაგრამ ახლა უკვე კარგად ჩანს, თუ სანდრო მთელი თავის ძალებს და შესაძლებლობებს გამოიყენებს კატალონიელის სახლში ჩამოსაყვანად. მოლაპარაკებები დაიწყება პირისპირ და არა რომელიმე შუამავლის მეშვეობით.

 ფაბრეგასმაც მშვენივრად იცის, რომ ეს მოხდება და კატალონიური კლუბი არ დანებდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ფეხბურთელი ახლა ჩუმადაა. მან იცის, რომ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს დღეიდან ახალი სეზონის დაწყების წინა დღემდე. იქნება ბევრი შეხვედრები, ზარები, შემოთავაზებები და კონტრშემოთავაზებები. როსელი, ლონდონში სტუმრობის პარალელურად, დაელაპარაკება ფეხბურთელის აგენტს, დავიდ დეინს და “არსენალის” ახალ ტექნიკურ წარმომადგენელს, გლაზიდის ივანს.

წყარო: www.sport.es 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში