კუგატი: ”არ ვიცი, ითამაშებს თუ არა ვილია ამ სეზონში”

კუგატი: ”არ ვიცი, ითამაშებს თუ არა ვილია ამ სეზონში”

ექიმმა რამონ კუგატმა რადიოსთან საუბრისას განაცხადა, რომ დავიდ ვილიას მკურნალობა ძალიან კარგად მიმდინარეობს: ”ძვლები კარგად შეხორცდა. ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს, გართულებები არ არის. მკურნალობა საჭირო ტემპში მიმდინარეობს. ჩვენ უნდა დავიცადოთ იქამდე, სანამ ძვალი კიდევ უფრო არ გამაგრდება. არ ვიცი, ითამაშებს თუ არა ვილია ამ სეზონში. ეს ფეხბურთელი თავად ადგენს თარიღებს. ექიმს მისთვის რჩევის მიცემა შეუძლია. აღსანიშნია ისიც, რომ მისი მკურნალობის დაჩქარება არ ღირს. დავიდ ვილიასთან ერთად მთელ დღეს ექიმი ემილი რიკარტი ატარებს”.

რაც შეეხბეა იბრაჰიმ აფელაის, რომელმაც 7 თვის შემდეგ ექიმებისგან თამაშის უფლება მიიღო კუგატმა აღნიშნა: ”მკურნალობის პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობდა. მუხლი კარგ მდგომარეობაშია. ფეხბურთელი 3 კვირა ვარჯიშობდა. ახლა მან უნდა მოუმატოს ტემპს, ითამაშოს ბურთთან ერთად. როცა მწვრთნელი გადაწყვეტს, რომ ის მზადაა მაშინ ფეხბურთელი მოედანს დაუბრუნდება. აფელაი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დაბრუნდეს და გაზარდოს მოედანზე გატარებული დრო”.

ანდრეუ ფონტასის შესახებ კუგატმა განაცხადა: ”ის აღდგენისთვის ძალიან ბევრს მუშაობს. ანდრეუ ძლიერი ფეხბურთელია. ის მუშაობს დილით და ღამით, ის ამტანია. მკურნალობა კარგად მიმდინარეობს იმის გათვალისწინებით, თუ როდის ჩაუტარდა მას ოპერაცია”.

ექიმს ასევე სხვა ფეხბურთელების ტრავმებზეც შეეკითხნენ, რომლებიც ძირითადად ბარძაყის კუნთთანაა დაკავშირებული: ”სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ბარძაყის კუნთი ყველაზე მეტად ზიანდება. ეს მხოლოდ ”ბარსას” პირველი გუნდის ფეხბურთელებზე დაკვირვებით არაა დადგენილი, 40 წლის მანძილზე შედეგებმა აჩვენეს, რომ ფეხბურთში ყველაზე გავრცელებული ტრავმა ბარძაყის კუნთის დაზიანებაა”.

ბოლოს კი კუგატს იმის შესახებ დაეკითხნენ, თუ რატომ გადაწყვიტა ”ბარსელონამ” ზაფხულში ევროპაში მომზადება და რატომ ჩაშალა ამერიკული და აზიური ტურნე: ”ეს ჯანმრთელი აზრიდან გამომდინარეობს. ფეხბურთელები ბევრ მატჩს თამაშობენ, მათ სჭირდებათ დასვენება, ისევე როგორც ყველა ადამიანს. დასვენება ყოველთვის კარგად აისახება ფეხბურთელებზე”.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი