ბრაზილიელი ლატარელის და ესპანელი ცენტრალური მცველის ”ლევანტესთან” მატჩის 18 კაციან განაცხადში მოხვედრა მთავარი სიახლეა. სეიდუ კეიტა კი კუნთში დისკომფორტის გამო განცალკევებით ვარჯიშობდა.
კარგი სიახლეები სამწვრთნელო შტაბისთვის. ”ლევანტესთან” ხვალ გასამართი მატჩის წინ გუნდს 2 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაუბრუნდა – ხერარდ პიკე და დანი ალვესი. ორივე მათგანმა სრულად მოირჩინა კუნთის ტრავმა და სრულ მზადყოფნაში არიან. პიკემ პრიმერას ბოლო 2 მატჩი გამოტოვა, ალვესმა კი მხოლოდ ”ხეტაფესთან” მატჩი.
მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა სეიდუ კეიტა, რომელსაც მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთი აწუხებდა. ფებურთელი განაცხადში უსაფრთხოების მიზნით არ შეიყვანეს. მალელის მსგავსად განაცხადში ვერ მოხვდნენ ვილია, ფონტასი, აბიდალი და აფელაი. ჰოლანდიელს ოთხშაბათს ექიმებმა თამაშის უფლება მისცეს, თუმცა მას კონდიციები სრულად არ აქვს აღდგენილი. განაცხადში შევიდნენ ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელები, კრისტიან ტელიო და მარტინ მონტოია.
მილოცვა პუიოლს
პარასკევს ”სიუტატ ესპორტივაზე” ვარჯიში ოვაციებით დაიწყო. ფეხბურთელებმა კარლეს პუიოლს 34-ე დაბადების დღე მიულოცეს. გუნდი ვალენსიაში ხვალ გაემგზავრება, სადაც ხვალ, ადგილობრივი დროით 22 საათზე გაიმართება მატჩი ”ლევანეტესა” და ”ბარსელონას” შორის.
[media=http://www.youtube.com/watch?v=-XmYUFChhR8]
















