workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ახალი კონტრაქტი პუიოლს

ახალი კონტრაქტი პუიოლს

კატალონიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” გუნდის კაპიტანს, კარლეს პუიოლს ახალ კონტრაქტს სთავაზობს.

კარლეს პუიოლსა და “ბარსელონას” შორის არსებულ ხელშეკრულებას ვადა 2013 წელს გასდის, მაგრამ კლუბს ფეხბურთელის უფრო დიდი ხნით შენარჩუნება სურს.

“იგი ამბობს, რომ ფეხბურთის თამაში 40 წლამდე სურს. ყველაფერი თავად მასზეა დამოკიდებული. თავისი მენტალიტეტის წყალობით, კარლესს შეუძლია ითამაშოს მანამ, სანამ მას ორგანიზმის არ ეტყვის “არა”ს” – ციტირებს “ბარსას” მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას სიტყვებს Sport-ი.

კარლეს პუიოლი “ბარსელონაში” 1995 წელს მივიდა. პირველ გუნდში იგი 1999 წლიდან ირიცხება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward