workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სკოლარი “ბარსელონას” შანსებზე

სკოლარი “ბარსელონას” შანსებზე

საქვეყნოდ ცნობილი ბრაზილიელი სპეციალისტი ლუის ფილიპე სკოლარი თვლის, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, “ჩელსისა” და “ბარსელონას” წყვილში, გამოკვეთილი ფავორიტი კატალონიური გუნდია. სკოლარი ასევე მიიჩნევს, რომ ესპანეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, გვარდიოლას შეგირდები ფსიქოლოგიურ უპირატესობას ფლობენ.

“10 შემთხვევიდან, “ბარსელონას” 9 შანსი აქვს, რომ “ჩელსი” დაამარცხოს და ფინალში გავიდეს. ლონდონელებთან დაპირისპირებაში, კატალონიელები ფავორიტები არიან, მაგრამ მათ ამის დამტკიცება მართებთ” – აცხადებს მსოფლიოს ჩემპიონი მწვრთნელი, რომელიც კომენტარს ესპანეთის ჩემპიონატზეც აკეთებს – “რეალის” ათქულიანი სხვაობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც მადრიდელებს ნერვიულობის საბაბს აძლევს. ვფიქრობ, ოქროს მედლებისთვის ბრძოლაში, “ბარსელონას” ფსიქოლოგიური უპირატესობა ექნება. კატალონიელები პოზიციებს განსაკუთრებით გაიმყარებენ, თუ “რეალს” დაამარცხებენ. თუ მადრიდელები ბარსელონაში არ წააგებენ, ტიტულს ისინი მოიგებენ”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward