workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა მეოთხასეს მოლოდინში

ინიესტა მეოთხასეს მოლოდინში

“ბარსელონას” ესპანელი ნახევარმცველს ანდრეს ინიესსტას, გუნდის მაისურით მე-400 მატჩის ჩატარებამდე ერთი შეხვედრაღა დარჩა. “ბარსას” მე-8 ნომერი, ამ მატჩს “ლევანტესთან”, ან “ჩელსისთან” გამართავს. სიმბოლური იქნება, თუ ინიესტა თავის საიუბილეო შეხვედრას იმ სტადიონზე ჩაატარებს, რომელზეც 40 საკლუბონ გოლიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ითამაშა. მიხვდებოდით – “სტემფორდ ბრიჯს” ვგულისხმობთ.

აქამდე, ინიესტას მიერ ჩატარებული 399 თამაში ტურნირებზე ასე ნაწილდება: ესპანეთის ჩემპიონატი 266, ჩემპიონთა ლი გა – 77, ესპანეთის თასი – 40, უეფას თასი – 3, ევროპის სუპერთასი – 2, ესპანეთის სუპერთასი – 6, საკლუბო მუნდიალი – 5.

მას შემდეგ, რაც 27 წლის ნახევარმცველი მე-400 თამაშს ჩაატარებს, იგი ხოსე რამონ ალეშანკოს გაუთანარბდება და მასთან ერთად მე-10 ადგილს გაიყოფს. ეჭვგარეშეა, რომ ინიესტა ალეშანკოს მიღწევას გააუმჯობესებს და მიმდინარე სეზონში მე-8 ადგილზეც გადაინაცვლებს. “ბარსას” ისტორიაში ჩატარებული მატჩების მიხედვით, მე-9 პოზიციაზე ხოაკიმ რიფეა, რომელსაც კატალონიელთა მაისურით 401-ჯერ უთამაშია. 402 მატჩით, მე-8 ადგილზე ხუან სეგერაა.

მოქმედ ფეხბურთელთა შორის, ჩატარებული მატჩების მიხედვით, ინიესტა მე-4 ადგილზეა. მას ჩავი (621 თამაში, პირველი ადგილი საერთო ჯამში), პუიოლი (552 თამაში, მე-2 ადგილი) და ვალდესი (452 თამაში, მე-4 ადგილი) უსწრებენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward