”ბარსელონას” ესპანელი თავდამსხმელი, დავიდ ვილია აგრძელებს აღდგენით კურსს, ხუთშაბათს კი მან წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა თანაგუნდელ სერხი ბუსკეტსთან ერთად.
დავიდ ვილია სოლიდარობის წიგნის პრეზენტაციამდე 1 საათით ადრე მოლას მთაზე (1104 მეტი) იმყოფებოდა პეპე კოსტასთან, ემილ რიკატთან და სერხი ბუსკეტსთან ერთად. ”ბარსელონას” ფეხბურთელებს დღეს დასვენების დღე აქვთ, ამიტომაც სერხიმ თანაგუნდელის გამხნევება სცადა.
დავიდ ვილია აღდგენის ბოლო ეტაპზე იმყოფება და სულ მალე თანაგუნდელებთან ერთად შეუდგება ვარჯიშს.


