მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

”ბარსა” დღეს განმორებით მატჩს გამართავს ”ხეტაფესთან”. როგორც, გვახსოვს ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი 1-0 დამთავრდა. დღევანდელ მატჩში ”ბარსას” დიდი პრობლემები აქვს, განსაკუთრებით დაცვის ხაზში. რა გადაწყვეტილებას მიიღებს გუნდის თავკაცი? როგორი ტაქტიკით ითამაშებს დღეს გუნდი ?

 

”ბარსას” დღეს ხერარდ პიკეს გარეშე მოუწევს თამაში. ასევე, დღეს გუნდს დანი ალვეშიც ვერ დაეხმარება. სავარაუდოდ დაცვა დღეს ასე გამოიყურება: მონტოია, პუიოლი, მასკერანო და დაცვის მარცხენა ფლანგიდან ადრიანო. 

 

ნახევარდაცვის ხაზს ალბათ ბუსკეტსი, ჩავი და ინიესტა დაიკავებს, სამივე მათგანმა ”სარაგოსასთან” მატჩში დაისვენა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დღეს ”ბარსას” კიდევ ერთი ფეხბურთელი დააკლდება, სესკ ფაბრეგასი. მან წინა შეხვედრაში მეხუთე ყვითელი ბარათი მიიღო და რასაკვირველია ის დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებს.

 

ესპანელი ჟურნალისტების ვარაუდით დღევანდელი თავდასხმის ხაზი ამგვარად გამოიყურება: კუენკა, მესი და ალექსისი. ახლა კი ვიხილოთ ესპანელი ჟურნალისტების მიერ შედგენილი სავარაუდო შემადგენლობა.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში