workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პეპისა და ალვეშის საიუბილეო მატჩი

პეპისა და ალვეშის საიუბილეო მატჩი

მას შემდეგ, რაც ხოსეპ გვარდიოლა კატალონიის “ბარსელონას” ჩაუდგა სათავეში, უკვე მოახერხა და 50-ე საჩემპიონთალიგო მატჩი გამართა. ოთხწლიანი მწვრთნელობის დროს მან მოახერხა და ყოველ წელს 1/2 ფინალში გაიყვანა გუნდი. 2008/2009 წლებში მან 15 ჩემპიონთა ლიგის მატჩი გამართა (შეგახსენებთ, რომ იმ წელს კატალონიელები საკვალიფიკაციო ეტაპზეც ასპარეზობდნენ), 2009/2010 წელს 12 შეხვედრას მოუყარა თავი, 2010/2011-ში – 13-ს და 2011/2012-ში – 10 (აღსანიშნავია, რომ გუნდი 1/2 ფინალში შესაბამისად +2 მატჩი აქვს ჩასატარებელი).

 

გვარდიოლას შეგირდებმა 50-დან 31-ჯერ იმარჯვეს, 14-ჯერ ფრე ითამაშეს და მხოლოდ 5-ჯერ დამარცხდნენ. გუნდმა 119 გოლი გაიტანა (საშუალოდ მატჩში 2.4) და გაუშვა 40 (0.8 ერთ მატჩში). აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 3 მცდელობიდან 2-ჯერ პეპი დაეუფლა ყველაზე პრესტიჟულ ტიტულს და მიმდინარე სეზონში შესაძლებლობა აქვს კიდევ ერთი შემატოს მუზეუმს.

 

ალვეშის მე-200 “ბარსელონაში”  

 

დანიელ ალვეშმა თავისი მე-200 შეხვედრა ჩაატარა “ბარსელონას” მაისურით იტალიური “მილანის” წინააღმდეგ. ლა ლიგაში 125-ჯერ დაიცვა გუნდის ღირსება, ჩემპიონთა ლიგაზე – 43-ჯერ, თასზე – 21-ჯერ, ესპანეთის სუპერ-თასზე – 6-ჯერ, ევროპის სუპერ-თასზე – 2-ჯერ და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე 3-ჯერ. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელი მცველია, მან 15 გოლს მოუყარა თავი 3 სეზონნახევრის განმავლობაში.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward