მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პეპი – “ბარსას” პრეზიდენტი; ჩავი – მწვრთნელი

პეპი – “ბარსას” პრეზიდენტი; ჩავი – მწვრთნელი

“ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა, ხუან ლაპორტამ იტალიურ გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში ისაუბრა კატალონიურ გრანდზე, კრუიფის როლზე, “Qatar Foundation”-ზე და “ბარსას” მომავალზე.

 

ლაპორტას აზრით “ბარსელონას” მომავალი პრეზიდენტი პეპ გუარდიოლა უნდა გახდეს, ხოლო მთავარი მწვრთნელის ფუნქციები ჩავიერ ერნანდესმა უნდა შეითავსოს. სწორედ ასე ხედავს კატალონიური გრანდის ექს-პრეზიდენტი კლუბის მომავალს. ლაპორტამ ხოტბა შეასხა “ბარსას” “6”-ანს და მას ფენომენალური ფეხბურთელი უწოდა.

 

ლაპორტას განცხადებით კლუბმა დიდი შეცდომა დაუშვა, როცა გუნდის მაისურის წინა მხარეს Qatar Foundation-ის დასახელება განათავსა. “ჩვენ UNICEF-ს თანხას ვუხდიდით იმაში, რომ მათი ლოგო მაისურის წინა მხარეს განგვეთავსებია, ახლა კი ის სანომრე ნიშნის ქვეშ მოათავსეს. ეს დიდი შეცდომაა.”

 

“ბარსას” ექს-პრეზიდენტმა “ლა მასიაც” მიმოიხილა და მას “განძი” უწოდა.

 

ლაპორტა რამდენიმე სიტყვით შეეხო ზლატან იბრაჰიმოვიჩის თემას და განაცხადა, რომ შვედი ფეხბურთელი გუნდს ვერ შეეწყო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში