მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მონტოია და ბარტრა “მალიორკასთან” მატჩის განაცხადში

მონტოია და ბარტრა “მალიორკასთან” მატჩის განაცხადში

ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩისთვის “ბარსელონას” თავკაცმა 19 ფეხბურთელს უხმო, აქედან პირველი გუნდის 15, ხოლო სარეზერვო გუნდის 4 ფეხბურთელს.

 

გუარდიოლას არჩევანი გამომდინარეობდა ტრავებისა და დისკვალიფიკაციებიდან, ამიტომ მან გადაწყვიტა, გამოეყენებია სარეზერვო გუდნი და მატჩის განაცხადში მონტოია და ბარტრა ჩასვა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ “მალიორკასთან” მატჩში შესაძლოა, ვიხილოთ მუნიესა და ტელიოც.

 

ერთ დღიანი დასვენების შემდეგ, პირველი გუნდის ფეხბურთელებმა ბოლო ვარჯიში გამართეს “სიუტატ ესპორტივას” N1 ბაზაზე. გუნდი მალიორკაზე გაემგზავრება და ხვალ ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

 

მგზავრობის გეგმები

სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები მალიორკაზე დღეს გაემგზავრებიან. “კამპ ნოუდან” “ელ პრატის” აეროპორტში წასვლა 21:00 საათზეა დაგეგმილი. ფრენა 22:00 საათზე იქნება, ხოლო პალმა დე მალიორკაში თვითმფრინავი 22:35 საათზე დაეშვება.

 

განაცხადი მატჩისთვის: ვალდესი, პინტო, პიკე, ფაბრეგასი, პუიოლი, ჩავი, ინიესტა, სანჩესი, მესი, ტიაგო, მასკერანო, კეიტა, ბუსკეტსი, პედრო, კუენკა, ტელიო, მუნიესა, მონტოია, ბარტრა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში