ლონდონის ”ჩელსის” მფლობელი, რომან აბრამოვიჩი მზადაა გვარდიოლას 4 წლიანი კონტრაქტი და 48 მილიონი ევრო შესთავაზოს, გვამცნობს ”The Sun”.
მარტის დასაწყისში ”ლურჯების” ხელმძღვანელებმა არადამაკმაყოფილებელი შედეგებისთვის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ანდრეს ვილაშ-ბოაში მოხსნეს. ამჟამად ”ჩელსის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს იტალიელი რობერტო დი მატეო ასრულებს.
12 მილიონიანი ხელფასი პეპ გვარდიოლას ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელად აქცევს მსოფლიოში. ”The Sun”-ის ინფორმაციით პეპ გვარდიოლას ყოველწლიური ხელფასი ”ბარსელონაში” 9.6 მილიონ ევროს შეადგენს.
პეპი ”ბარსელონას” სათავეში 2008 წელს ჩაუდგა. ამ დროის მანძილზე მან გუნდს 2-ჯერ მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა, 3-ჯერ ეპანეთის ჩემპიონატი და ერთხელ ქვეყნის თასი. სულ პეპის თავკაცობით ”ბარსამ” 13 ტიტულის მოგება მოახერხა. 2011 წელს ესპანელი სპეციალისტი წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.
