“ჩელსის” მფლობელი, რომან აბრამოვიჩი, გუნდის მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს “ინტერში” შესაძლო წასვლაზე გავრცელებული ჭორებით აღშფოთებულია.
აბრამოვიჩმა, კონტეს შესანარჩუნებლად, მას “ბარსელონას” თავდამსხმელის, ნეიმარის შეძენა შეთავაზა, თუმცა იტალიელმა სპეციალისტმა ეს გარიგება დაბლოკა.
ბრაზილიელის კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. მისი გამოსასყიდი თანხა კი 200 მილიონ ევროს შეადგენს.

