მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეო მესის საუკეთესო მომენტები

ლეო მესის საუკეთესო მომენტები

01.05.2006 | პირველი ოფიციალური გოლი პირველი გუნდის რიგებში. მაშინ მესი “30” ნომრიან მაისურს ატარებდა. მას საგოლე პასი რონალდინიომ გაუკეთა

 

18.04.2007 | მარადონას სტილის გოლი “ხეტაფეს” კარში, სამეფო თასის ნახევარ-ფინალის გასვლით მატჩში. გოლი, რომელიც ძალიან წააგავდა მარადონას მიერ 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გატანილ ბურთს, მთელს მსოფლიოში ნახეს.

 

10.03.2007 | მესის პირველი გოლი მადრიდის “რეალის” კარში. ჰეთ-თრიკმა “ბარსა” “კამპ ნოუზე” მარცხს გადაარჩინა (3:3). ეს იყო დასაწყისი იკერ კასილასის კოშმარისა – მეკარე, რომელსაც ყველაზე ბევრი გოლი მესიმ გაუტანა.

 

01.02.2009 | “ელ სარდინეროზე” (1-2) მესის გააქვს ლიგაში “ბარსელონას” რიგით მე-5,000 გოლი. ეს იყო ძალისა და ტალანტის დემონსტრაცია ახალგაზრდა ფეხბურთელისა, რომელიც შევიდა “ბარსას” ისტორიაში და დადგა მარკო აურელიოს (1,000), პედრო საბელას (2,000), ქუინის (3,000) და ამორის (4,000) გვერდით.

 

27.05.2009 | მესის თავური დარტყმით გააქვს გოლი რომის ჩემპიონთა ლიგის ფინალში. არგენტინელის მიერ გატანილი გოლი იმ მატჩში რიგით მეორე აღმოჩნდა ვან დერ სარისთვის (2:0). “ბარსამ” მესამედ აღმართა ჩემპიონთა ლიგის თასი.

 

19.12.2009 | მესის მკერდით გააქვს გამარჯვების გოლი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში და ხოსეპ გუარდიოლას სეზონის რიგით მეექვსე თასის მოპოვებაში ეხმარება. ეს იყო მწვრთნელის სადებიუტო სეზონი “ბარსელონას” რიგებში.

 

16.01.2010 | “სევილიას” კარში მან თავისი რიგით მე-100 გოლი გაიტანა ლიგაში.

06.04.2010 | მას კარიერაში პირველად გააქვს ერთ მატჩში ოთხი გოლი. ეს მოხდა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/4 ფინალურ შეხვედრაში “არსენალის” წინააღმდეგ. პირველი სამი გოლი მან 21 წუთის განმავლობაში გაიტანა. მატჩის დასრულების შემდეგ არსენ ვენგერმა განაცხადა : “ის ფლეისთეიშენივითაა”.

 

27.04.2011 | ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის გასვლით მატჩში არგენტინელის ბრწყინვალე თამაში “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ბარსას” ფაქტიურად უბრონავს საგზურს “უემბლის” ფინალში.

28.05.2011 | მას მეორედ გააქვს გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედის” კარში.

28.09.2011 | ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში, “ბატე ბორისოვის” კარში გატანილი გოლით მესი კლუბის ისტორიაში მეორე საუკეთესო ბომბარდირს, კუბალას უთანაბრდება (194).

07.03.2012 | ის ხდება პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში ხუთი გოლი გააქვს. ეს მოხდა 1/8 ფინალის საპასუხო მატჩში, ლევერკუზენის “ბაიერის” წინააღმდეგ.

20.03.2012 | “გრანადასთან” შესრულებული ჰეთ-თრიკით არგენტინელი კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის, სესარ როდრიგესის რეკორდს ამხობს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში