კატალონიის “ბარსელონამ” თავისი ბოლო ექვსი მატჩი “მალიორკას” წინააღმდეგ “ონო ესტადიზე” გამარჯვებით დაასრულა. ეს სტადიონი კატალონიელებისთვის კარგი “სანადირო” ადგილია.
შორეული მარცხი
“ბარსელონას” ბოლო მარცხი სტუმრად “მალიორკას” წინააღმდეგ 2000-2001 წლების სეზონში დაფიქსირდა. მაშინ სერა ფერერის მიერ დამოძღვრილმა კატალონიელება 2-0 მარცხი იგემეს. იმ დროს “მალიორკას” რიგებში გამოდიოდა “ბარსას” ახლანდელი ფორვარდი სამუელ ეტო’ო, რომელიც იყო ასისტენტი ერთერთი გატანილი გოლისა, რომელიც იბაგაზამ შეასრულა.
2001-2002 წლების სეზონში ნათამაშები 0-0 ფრის შემდეგ კატალონიური კლუბმა ყველა გასვლითა მატჩი მოიგო “მალიორკასთან” (პრიმერა დივიზიონში).
ბოლო სტუმრობა
პრიმერა დივიზიონში კატალონიელების ბოლო სტუმრობა ონო ესტადიზე დასრულდა ეტო’ოსა და მარკესის გატანილი გოლებით 2-0.
3 გოლიანი სეზონები
2004 წლიდან 2006 წლამდე “ბარსელონა” სტუმრად “მალიორკას” 3 გოლს უტანდა. პირველი იყო 1-3, როდესაც გოლები სავიოლამ, კოკუმ და რონალდინიმ გაიტანეს. შემდეგ გამარჯვება ლარსონის დუბლით და ეტო’ოს გოლეთ მოხდა, ხოლო ამის შემდგომი კი – მესის დუბლითა და ჟულის გოლით.
4 გოლიანი მატჩები
ყველაზე დიდი გამარჯვებები იყო 2002-2003 და 2006-2007 წლების სეზონებში, სადაც “ბარსა” 4 გოლს იტანდა. პირველი მარკ ოვერმასის გოლით და კლუივერტის ჰეთ-რიკით 4-0 დასრულდა, ხოლო შემდგომი_ესკიეროს და ინიესტას გოლებით და გუდიონსენის დუბლით 4-1.
“მალიორკაში” დაბრუნება
ეს იქნება რიგით მეოთხე მატჩი ამ სეზონში “ბარსელონასა” და “მალიორკას” შორის. პირველი იყო პრიმერა დივიზიონში, რომელიც “ბარსამ” 3-1 მოიგო, ხოლო მომდევნო ორი კი ესპანეთის სამეფო თასზე – აქედან ერთი დასრულდა 2-0 ნოუ კამპზე, ხოლო მეორე სტუმრად 1-1.
წყარო:www.fcbarcelona.cat