მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სესარის რეკორდამდე მესის 1 გოლი უკლია

სესარის რეკორდამდე მესის 1 გოლი უკლია

“ბარსელონას” დოკუმენტირებისა და სწავლის ცენტრის და La Vanguardia-ს ერთობლივი კვლევის შემდეგ დადგინდა, რომ ლეგენდარულმა სესარმა კლუბის ოფიციალურ მატჩებში 232 გოლი გაიტანა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ლეო მესის მხოლოდ ერთი გოლი აშორებს კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის რეკორდის გამეორებისგან.

 

სესარის მიერ “ბარსას” მაისურით ჩატარებული მატჩების დეტალურად განხილვის შემდეგ დადგინდა, რომ ლეო მესის კლუბის საუკეთესო გოლეადორობამდე 1 გოლი უკლია. არგენტინელმა “ბარსას” მაისურით გამართულ ოფიციალურ მატჩებში 231 გოლის გატანა მოახერხა, შესაბამისად, თუ იგი დღეს “გრანადას” კარს აიღებს, გაუტოლდება სესარს.

 

 La Vanguardia-სთან თანამშრომლობით მოპოვებული იქნა 1981 წლის ინფორმაცია, რომლის შესწავლისა და ანალიზის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სესარს “ბარსას” ოფიციალურ მატჩებში არა 235, არამედ 232 გოლი აქვს გატანილი. უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლის მიხედვით სესარი კლუბის რეკორდსმენია, თუმცა აბსოლუტური რეკორდი ეკუთვნის პაულინიო ალკანტარას, რომელმაც 357 ოფიციალურ და ამხანაგურ მატჩში 369 გოლი გაიტანა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში