მოგეხსენებათ, “ბარსელონას” ფრანგ მცველს, ერიკ აბიდალ რამდენიმე კვირაში ღვიძლს გადაუნერგავენ. კატალონიელთა “22” მძიმე სენითაა დაავადებული.
“ბარსელონას” ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ აბიდალის მოსალოდნელი ოპერაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მსოფლიოს საფეხბურთო სამყარომ ფრანგ ფეხბურთელს მხარდაჭერა გამოუცხადა.
“სევილიასა” და “ბარსელონას” შორის შაბათს გამართული მატჩის წინ, ორივე გუნდის ფეხბურთელები ერიკის მხარდამჭერი მაისურებით გავიდნენ მოედანზე:


ასევე მოიქცნენ “ბარსელონას” დაუძინებელი “მტრები”. მადრიდელებმა “სანტიაგო ბერნაბეუდან” ერიკი გაამხნევეს:

მოგეხსენებათ, 2004-2007 წლებში ერიკ აბიდალი “ლიონის” ღირსებას იცავდა. ფრანგი ფეხბურთელის ყოფილი თანაგუნდელები შაბათის მატჩის წინ აბიდალის გამამხნევებელი მაისურებით გავიდნენ მოედანზე. მაისურებზე ასეთი წარწერა იყო: “აბი, ჩვენ ყველანი შენს გვერდით ვართ.”

ბაფე გომისმა გატანილი გოლი ერიკ აბიდალს მიუძღვნა და ამით მხარდაჭერა გამოუცხადა ფრანგ ფეხბურთელს:



