”ბარსას” სამიზნე” – ნაწილი III – ხორდი ალბა

”ბარსას” სამიზნე” – ნაწილი III – ხორდი ალბა

მოგესალმებით ‘’ბარსამანიელებო’’ !
მადლობას გიხდით, პროექტის I – სა და II ნაწილში გამოჩენილი ყურადღებისათვის !
III ნაწილში შემოგთავაზებთ ინფორმაციას ხორდი ალბას შესახებ, რომლის გადმოსვლაც დღითიდღე რეალური ხდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აბიდალს ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები შეექმნა.

ხორდი ალბა რამოსი დაბადებული 1989 წლის 21 მარტს, არის პროფესიონალი ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად ‘’ვალენსიის” ღირსებას იცავს. ირჯება ძირითადად მარცხენა მცველის პოზიციაზე, მაგრამ შეუძლია მარცხენა გამრბენ ნახევარმცველის პოზიციაზეც თამაში.

 

პოზიცია 

 

მოკლე ინფორმაცია

 

სრული სახელი : ხორდი ალბა რამოსი

დაბადების თარიღი : 1989 წლის 21 მარტი (22 წლის).
დაბადების ადგილი : ჰოსპიტალეტი, ესპანეთი.

სიმაღლე : 170 სანტიმეტრი.

წონა : 63 კილოგრამი.

პოზიცია : მარცხენა მცველი / მარცხენა ნახევარმცველი.

კლუბი : ‘’ვალენსია’’.

ნომერი : 17

კარიერა :

 

ახალგაზრდული კლუბები

 

‘’ბარსელონა’’ – 1998– 2005

‘’კორნელია’’ – 2005–2007

‘’ვალენსია’’ – 2007

 

პროფესიონალური კლუბები

 

‘’ვალენსია ბ” –  2007 – 2008    18 (5)
’’ვალენსია’’ –  2008 – …   64 (4)

‘’ჟიმნასტიკი” (განათხოვრებული) – 2008   37 (4)

 

ნაკრები

 

ესპანეთის 19–წლამდელთა ნაკრები –  2006  6 (1)

ესპანეთის 20–წლამდელთა ნაკრები – 2009  9 (0)

ესპანეთის 21–წლამდელთა ნაკრები – 2008 – 2011 4 (0)

ესპანეთის ეროვნული ნაკრები – 2011 – …  3 (0)

 

 

ბიოგრაფია

 

ალბა 

 

დაიბადა ჰოსპიტალეტში (ბარსელონაში), კატალონიაში. ალბამ კარიერა ‘’ბარსელონას’’ ახალგაზრდულ კლუბში დაიწყო და კატალონიურ კლუბში 7 წელი გაატარა. აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა ასაკობრივი გუნდის ლიდერი იყო, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს და თუ წყაროს დავეყრდნობით,  2005 წელს ‘’ბარსამ’’ ალბა  ფიზიკური კონდინციების გამო გუნდიდან დაითხოვა. ხორდი მორიგ კატალონიურ, ამჯერად საკმაოდ მოკრძალებულ კლუბს ‘’კორნელიას’’ შეუერთდა. მისი წარმატებული ასპარეზობა ‘’ვალენსიას’’ უყურადღებოდ არ დაუტოვებია და ხორდი 6000 დოლარად შეიძინა, სადაც მან დაასრულა კიდევაც აღზრდა ახალგაზრდულ კლუბებში. 2007–2008 წლების სეზონში, მეოთხე დივიზიონში მყოფ რეზერვებს დაეხმარა, ამის შემდეგ ხორდი განათხოვრებულ იქნა ‘’ჟიმნასტიკში’’,  მან 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

 

‘’ღამურებთან’’ დაბრუნების შემდეგ, ალბას დებიუტი შედგა ლა ლიგაში 2009 წლის 13 სექტემბერს, ‘’რეალ ვალიადოლიდის’’ წინააღმდეგ.  მოგვიანებით მან მიიღო მონაწილეობა ევროპის ლიგის ორ მატჩში, ჯერ სახლში, ხოლო შენდეგ სტუმრად, ‘’ლილისა’’ და ‘’სპარტა პრაღას’’ წინააღმდეგ. ორივე მატჩი ფრედ (1–1) დასრულდა.

‘’ვალენსიას’’ დაცვის ხაზში განვითარებული პრობლემების გამო,  ხორდის გარჯა დაცვის მარცხენა ფლანგზე მოუწია, მას შედეგიანი სეზონი ჰქონდა. მან პირველი გოლი 2010 წლის 11 აპრილს გაიტანა ‘’მალიორკას’’ წინააღმდეგ.  ზემოთხსენებული შეხვედრა უნაი ემერის გუნდმა 2–3 დათმო.

 

2010–2011 წლის სეზონში კატალონიელი ძირითად შემადგელობაში დასამკვიდრებლად ფრანგ მეთიუს უწევდა კონკურენციას. მან მონაწილეობა 27 შეხვედრაში მიიღო, ‘’ვალენსია’’ კვლავ მესამე ადგილს დასჯერდა და მოიპოვა კიდევ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო საგზური.

 

მომდევნო, ანუ წლევანდელ სეზონში უნაი  ემერიმ  ახალი, გაცილებით ეფექტური სტრატეგია შეიმუშავა, რომლის  მიხედვითაც  ხორდი ალბა და ჯერემი მეთიუ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებად ითვლებოდნენ. ფრანგი და კატალონიელი მატჩის მიმდინარეობისას ხშირად უცვლიან ერთმანეთს პოზიციებს, რაც ‘’ღამურების’’ შეტევას უფრო მრავალფეროვანს ხდის. 

 

 

 

სანაკრებო კარიერა

 

ხორდი ალბა ესპანეთის ნაკრებში 

 

2008 წლის 19–წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, ხორდი ალბა ესპანეთის ნაკრების უცვლელი წევრი გახლდათ. მან ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. ის ასევე 2009 წლის 20–წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ესპანეთის ნაკრების წევრი იყო.

ალბა  ეროვნულ ნაკრებში პირველად 2011 წლის 30 სექტემბერს გამოიძახეს. მას საშუალება მიეცა, რომ მიეღო მონაწილეობა  2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ბოლო ორ შესარჩევ მატჩში, ჩეხეთისა და შოტლანდიის წინააღმდეგ, მაგრამ ხორდიმ  მოედანზე გასვლა და სადებიუტო მატჩის შეხვედრა შოტლანდიის წინააღმდეგ მოახერხა 11 ოქტომბერს. მატჩი ფურია როხას გამარჯვებით, ანგარიშით 3–1 დამთავრდა. აღსანიშნავია, რომ “ვალენსიის” მარცხენა ფლანგელმა სადებიუტო მატჩში, თავის აქტივში საგოლე გადაცემა ჩაიწერა, რის შემდეგაც მისი სტატუსი გაცილენით ამაღლდა. მას კაპდევილიას სრულფასოვან შემცვლელად თვლიან.

 

‘’მე ახლაც იმას ვგრძნობ, რასაც ყოველი მატჩის წინ. სიმართლე გითხრათ, ცოტა ვნერვიულობ. თუ ჩემი დებიუტი შედგება, გახარებული ვიქნები და მივიღებ ახალ გამოწვევას, მაგრამ თუ არა, ეს არ იქნება ტრაგედია და დაველოდები ჩემს შანსს, ავიღებ ჩემს მაისურსა და ჩამოვკიდებ კედელზე ჩემთვის სხვა მნიშვნელოვანი ნივთების გვერდით” – ხორდი ალბა საუბრობს მის პოტენციურ სადებიუტო მატჩზე შოტლანდიის წინააღმდეგ.

 

რეიტინგი 

Goal.com-ის მიხედვით მისი რეიტინგი 7.0–ია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

 

  

ბარსამანიელთა აზრი ნიჭიერ ფეხბურთელზე :

BarcaBoy95 ( მიშო მაღალაშვილი )  –  ჩემი აზრით, ხორდი ალბა ერთ-ერთი საუკეთესო ფლანგის მცველია პრიმერა დივიზიონში. ძალიან მომწონს მისი თამაშის სტილი. ალბა ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ნელ-ნელა უფრო დაიხვეწება. ის სწრაფია, ტექნიკური და შესანიშნავად თამაშობს შეტევაში, ისევე როგორც დაცვაში. ძალიან მინდა მისი გადმოსვლა ბარსაში, მითუმეტეს რომ ალბა ბლაუგრანას აღზრდილია. უმრავლესობას ბეილის გადმოსვლა უნდა, მაგრამ ბარსას ესპანელი უფრო შეეწყობა.

 

 

Hans gamper ( გოგა )  –  გილოცავ ახალ პროექტს,  რომ არ მოგატყუო ხშირად ‘’ვალენსიას ‘’ თამაშებს არ ვუყურებ და რომელი თამაშებიც ნანახი მაქვს ხორდი ალბას ცუდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია ჩემში, ხოლო რაც შეეხება ‘’ბარსაში’’ მის გადმოსვლას რავიცი, რა თქმა უნდა მივესალმები ახალგაზრდა ნიჭიერ მოთამაშეს.

 

Shiuk ( შაკო შიუკაშვილი )  –   ალბა ნიჭიერი ფეხბურთელია მეტს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მცველი ”ბარსას” რომ ახლა ჭირდება ორი აზრი არ არსებობს. ჩემი აზრით, ის უნდა მოერგოს ”ბარსას” სტილს. მითუმეტეს ამ დღეებში ძლიერ გააქტიურდა მასზე საუბარი, აბიდალის ჯანმრთელობის გაუარესების გამო… ასე, რომ სრულიად შესაძლებელია მისი ‘’გალურჯ–ბროწეულისფერება’’ !

 

Ivakurua10 ( ივა ყურუა ) –  პირველ რიგში, რატომაც მსურს, რომ ალბა დაბრუნდეს არის ის რომ ‘’ბარსას’’ და რაღათქმაუნდა ლა მასიის აღზრდილია.  არის სწრაფი, ტექნიკური, დროულად იღებს გადაწყვეტილებებს, არ ეშლება პასი, კარგად თამაშობს კორპუსით, მშვენივრად ერთვება შეტევაში… ერთი სიტყვით, ვთვლი, რომ ‘’ბარსელონას’’ ძალიან მოუხდება !

 

 

 

FrankRijkaardGeto (ირაკლი გეთია ) – ბევრს ვერაფერს ვიტყვი ხორდი ალბაზე გარდა იმისა , რომ იგი არის ერთ-ერთი საკმაოდ ნორმალური დონის ახალგაზრდა ფეხბურთელი !! ვფიქრობ დღევანდელი გადასახედიდან ბარსელონამ სწორედ ალბა უნდა შეიძინოს !! მართალია გულშემატკივრების უმრავლესობას ბეილის ხილვა სურთ , მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ ბეილს ტოტენჰემის ხელმძღვანელობა საკმაოდ ძვირად აფასებს , რასაც ვფიქრობ სანდრო როსელი არ გადაიხდის ხორდი ალბა მშვენიერი ვარიანტია !! იაფი , მარტივი ხარისხიანი (:D) !! ბარსაში თუ გადმობარგდება ვფიქრობ ნამდვილად ბევრს ისწავლის , გაიზრდება და დადგება მისგან რა მსოფლიოს ერთერთი უძლიერესი მის პოზიციაზე !!

 

ერთ–ერთ პრესკონფერენციაზე ‘’ვალენსიას’’ მთავარ მწვრთნელს კითხვა დაუსვეს ალბას წასვლის შესახებ, შემოგთავაზებთ მის პასუხს :

 

უნაი ემერი : ’’ ხორდი ალბა? ის ჩემი გუნდის გასაღებია…  ნამდვილად გუნდის ერთ–ერთი ლიდერია და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შევინარჩუნოთ, რადგან მისი წასვლით გუნდი რასაკვირველია დასუსტდება რამდენიმე კომპონენტში,  მაგრამ მთავარი ფეხბურთელის სურვილია  და თუ მას წასვლა უნდა და შემოთავაზებას დათანხმდება, მე მას გზას დავულოცავ..! ”

 

‘’ვალენსიას’’ უნიჭიერეს ფეხბურთელს, კონტრაქტი 2013 წლის 30 ივნისს უმთავრდება, მისი სატრანსფერო ღირებულება  10 – დან 16 – მილიონ ევრომდე მერყეობს.

 

ჩვენ კი მოგვიწევს ლოდინი… დაველოდოთ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებას, სადაც ყველაფერს მოეფინება ნათელი.

 

შემოგთავაზებთ საიტის აქტიური მომხმარებლის, Barcamessi-ს მიერ გაკეთებულ ჩინებულ ვიდეოს ხორდი ალბას შესახებ !

 

                                                 [media=http://www.youtube.com/watch?v=NflvuDoc1n4] 

 

სტატიის ბოლოს მადლობას ვუხდი Barcaman-ს, Pep Guardiola–ს, Shiuk-ას, BarcaMessi–სა და Frank Rijkaard GETO-ს !

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი