”ბარსელონასა” და ”მილანის” მთავარმა მწვრთნელებმა, მასიმილიანო ალეგრიმ და პეპ გვარდიოლამ კომენტარები გააკეთეს ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შემდეგ.
მასიმილიანო ალეგრი: ”ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გუნდი შეგვხდა, მაგრამ მათთან გამკლავება შეგვიძლია, რადგან გუნდმა ბოლო მატჩებში ძალიან მოუმატა. ეს დაპირისპირება ”მილანისგან” საუკეთესო თვისებების გამოვლენას მოითხოვს. მოდით პოზიტიურად ვიმსჯელოთ: ჩვენ ფინალში გასვლის კარგი შანსი გვექნება, თუკი ”ბარსელონას” გავცდებით”.
პეპ გვარდიოლა: ”ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს შევხვდით, მათ შესანიშნავი ფეხბურთელების კრებული ჰყავთ. ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად უნდა დაამარცხო საუკეთესოები, ”მილანი” ერთ-ერთი მათგანია. შესაძლო ფინალი ”რეალთან”? მე შესაძლო 1/2 ფინალზეც კი არ მიფიქრია ”ჩელსისთან” ან ”ბენფიკასთან”. ჩვენ ძალიან დაძაბული შეხვედრა გველის იტალიურ გუნდთან”.



