ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რომარიომ განაცხადა, რომ კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდმა, ლიონელ მესიმ თავად რომარიოს უნდა აჯობოს.
“პირველ რიგში ვისაც მესიმ უნდა აჯობოს, არის მარადონა. შემდეგ მან მე უნდა გადამისწროს, რადგან მე მარადონაზე უკეთესი ფეხბურთელი ვარ. ბოლოს კი რჩება მხოლოდ პელე და მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვება.”- განაცხადა ინტერვიუში რომარიომ.
“მე მომწონს “ბარსელონას” თამაში. ასეთ გუნდს თამამად მიაბარებდი საკუთარ შვილს.” – ციტირებს რომარიოს სიტყვებს El Confidencial.


