მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბატისტუტა: “მესი უმაღლესი დონის ფეხბურთელებით გარშემორტყმული ფენომენია”

ბატისტუტა: “მესი უმაღლესი დონის ფეხბურთელებით გარშემორტყმული ფენომენია”

არგენტინის ყოფილმა ფორვარდმა, გაბრიელ ბატისტუტამ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას შანსი ჰქონდა, მიეღო ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება.

 

“მე დავრჩი “ფიორენტინაში”, რადგან ასე მსურდა. სასიამოვნოა, რომ “ტოპ” კლუბებს სურდათ ჩემი შეძენა, მაგრამ იმ დროში “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში თამაშისას გამარჯვება ძალიან მარტივი იყო. მე მსურდა პატარა გუნდით მომეპოვებია ჩემპიონის ტიტული და ამით შევსულიყავი ისტორიაში.”

 

“მე გამქონდა გოლები, მიუხედავად იმისა, რომ ვთამაშობდი იტალიის საუკეთესო მცველების წინააღმეგ. მაშინ ისინი მსოფლიოში ყველაზე ძლიერები იყვნენ. “ბარსელონაში”, ან “მანჩესტერ იუნაიტედში” რომ მეთამაშა, “ოქროს ბურთს” მოვიგებდი, მაგრამ მე “ფიორენტინასთან” ერთად გამარჯვება მსურდა.”

 

“მესი – ეს არის ფენომენი, რომელიც გარშემორტყმულია უმაღლესი დონის ფეხბურთელებით. “ბარსელონას” თავისი საფეხბურთო ფილოსოფია აქვს. ბავშვები 13 წლიდან ცდილობენ ითამაშონ ისე, როგორც ამას პირველი გუნდი აკეთებს. კატალონიელები საუკეთესო მისაბაძი მაგალითები არიან. მათ შექმნეს გუნდი, რომელიც წლების განმავლობაში არ ცვლის თავის თამაშის სტილს.”- განაცხადა გაბრიელ ბატისტუტამ France Football-თან ინტერვიუში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში