workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილარუბი: “გვარდიოლა “ბარსელონაში” რჩება”

ვილარუბი: “გვარდიოლა “ბარსელონაში” რჩება”

კატალონიის “ბარსელონას” ვიცე–პრეზიდენტი კარლეს ვილარუბი, პრაქტიკულად დარწმუნებულია, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა, რომელსაც კვლავაც არ გაუხანგრძლივებია კონტრაქტი, აუცილებლად მოაწერს ახალ კონტრაქტს ხელს.

 

“მან იცის, რომ ეს მისი სახლია და “ბარსელონას” გულშემატკივრები მას მხარს უჭერენ. ყველაფერი კარგად დასრულდება. ის ჩვენს სახლში რჩება. ვგონებ, პეპმა არაერთხელ დაადასტურა თავისი საქციელით, რომ პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა აქვს. იგი ჯერ არ ჩქარობს, რადგან არ უნდა საკუთარი გადაწყვეტილებით გუნდს და ფეხბურთელებს ზიანი მიაყენოს. ახლა გვარდიოლა მთლიანად გადართულია მომავალ მატჩებზე და კონტრაქტზე ფიქრით თავს არ იკლავს, რაც ნამდვილად სწორია.” –განაცხადა ვილარუბიმ.

 

როგორც მოგეხსენებათ, ხოსეპის გუნდში გადაბირება უკვე სურთ ლონდონის “ჩელსის” და მილანის “ინტერს”. ასევე პეპს ინგლისის და ესპანეთის ნაკრებების თავკაცადაც ხედავენ. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward