workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
,,ბარსელონამ” დაამყარა რეკორდი ქულების მიხედვით

,,ბარსელონამ” დაამყარა რეკორდი ქულების მიხედვით

,,ტენერიფესთან” გამარჯვება “ბარსელონასთვის” სარეკორდო გამოდგა. “ბარსას” ესპანეთის ჩემპიონატში, ამჟამად, 93 ქულა აქვს და ასეთი შედეგი არასდროს არვის ჰქონია.  29 მოგება, 6 ფრე და მხოლოდ და მხოლოდ ერთი წაგება – ასეთი სტატისტიკა აქვს  “ბარსელონას” 36 მატჩის შემდეგ. ისიც  გასათვალისწინებელია, რომ “ბარსელონას” წინ კიდევ 2 მატჩი დარჩა.  აქამდე სარეკორდო იყო “რეალის” მაჩვენებელი, რომელიც მადრიდელებმა 1996/97 წელს აჩვენეს (92 ქულა). “ბარსელონას” რეკორდი იყო 90 ქულა, ეს რეკორდი დაამყარა ბობი რობსონმა 1996/97 წელს. ისიც აღსანიშნავია რომ ,,ბლანკოსმა’’ 42 მატჩი ჩაატარა  (მაშინ ესპანეთის ჩემპიონატში მონაწილეობას 22 გუნდი იღებდა). ,,ბარსელონას” მატჩები დარჩა ,,სევილიასთან” და ,,ვალიადოლიდთან”. თუ კი “ბარსელონა” მოიგებს ორივე მატჩს, ისინი დააგროვებენ 99 ქულას და გარდა რეკორდის კიდევ უფრო გაუმჯობესებისა, ჩემპიონის ტიტულსაც მოიპოვებენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward