დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
გამპერის თასი schedule 22:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
2 - 1
ალ აჰლი ლოგო

ალ აჰლი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
აბდელკარიმი 30'sports_soccer რაფინია 45'sports_soccer გორდონი 90+1'close
ზიზო 51'sports_soccer
ანდრეას კრისტენსენი ბარსელონას 4 თვით გამოაკლდა

ანდრეას კრისტენსენი ბარსელონას 4 თვით გამოაკლდა

დღეს ცნობილი გახდა, რომ ანდრეას კრისტენსენი “ვილიარეალთან” გასამართ დაპირისპირებას გამოტოვებს. როგორც ირკვევა, საქმე საკმაოდ სერიოზულადაა და დანიელი მოედანს უახლოეს მომავალში ვერ დაუბრუნდება.

რამდენიმე წუთის წინ “ბარსელონამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც დანიელ მცველს წინა ჯვარედინი იოგი აქვს გაწყვეტილი, რაც ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ტრავმად მიიჩნევა.

კარგი ამბავი ისაა, რომ იოგი არა სრულად, არამედ ნაწილობრივაა გაწყვეტილი, რაც საშუალებას იძლევა, მკურნალობა ოპერაციის გარეშე წარიმართოს. ფეხბურთელმა და კლუბის სამედიცინო შტაბმა სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს და 29 წლის უკანახაზელი საოპერაციო მაგიდაზე არ დაწვება.

Mundo Deportivo-ს ცნობით კრისტენსენის მკურნალობას დაახლოებით 4 თვე დასჭირდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (17)

  • nika 54
    schedule 22 დეკ 2025, 16:59

    გაწყდებოდა თუ ნახევრად მთელია რა აზრი აქვს, ფაქტია წელს სეზონის ბოლომდე ვერ გამოვა მინდორზე და იმ დროს ტრანსფერიც დაუმთავრდება. ამიტომაც ფლიკმა დეკუს გავესაუბრებიო და რაის გაესაუბრები მცველი დაიდოს თქო, თორემ იმ დებილს რო კითხო არავინ არ გვყავს საყიდელი.

    ციტატა: walker599
    არაუხოც აღარ გვყვავს ფაქტიურად, მცველი მოსაყვანია ზამთარში აუცილებლად

    აღარ არის საჭირო არაუხოს ფერება, დააყენონ ტრანსფერზე და რასაც მოგვცემენ გაუშვან იმ ფასში. ცოტაც დაამატონ და ისეთი ვინმე მოიყვანონ ვინც ყველა ცუდ თამაშში ვენებს არ გადაიჭრის და სალოცავად არ წავა. მაგის ფოკუსების დროა ეხლა?

  • Don_Andresito
    schedule 22 დეკ 2025, 02:02

    ვერმაელენის და უმტიტის ღირსეული მემკვიდრე. მგონი ჩვენი ექიმები ჯადოს უკეთებენ ხალხს, ფატი გავი… ლოგინში გადაბრუნებისას იწყვეტენ მყესებს. ერთი მცველი და ვაი კაპიტანი შვებულებაშია შუა სეზონში, მეორე 19 წლისაა, მესამე საყრდენზე დგას და მეოთხე მოკვდა. გამოვა დეკუ და იტყვის არავინ გვეირდებაო. ახლა ფრენკის ან ბერნალს დაწევენ უკან და იტყვიან აგერ არის კაციო. რეალი მცველების გარეშე იგებს ლიგებსო. ან ამოწევენ ვინმე ბავშვს

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 22 დეკ 2025, 00:18

    ეჰ მორჩა ამის ფეხბურთი

  • me da barca
    schedule 21 დეკ 2025, 23:58

    სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. ტიპი თითქმის არ თამაშობს და ამ დროს 4 თვიან ტრავმას იღებს. კონკურსი რომ გამოაცხადონ რომელ გუნდს ყავს ყველაზე მეტი ხრუსტალი, საინტერესოა ვინ გაიმარჯვებს?!

  • Rick Sanchez
    schedule 21 დეკ 2025, 19:14

    რაღაც მხრივ მესმის ფლიკის, რა აზრი აქვს, რომ ათამაშოს კრისტენსენი? მაღალი დონე რომ დადოს, ძირითადის უცვლელი წევრი გახდეს და მერე დაიმტვრეს, ხომ ჩაიყრება გეგმები წყალში? სჯობს ისევ მარტინები და გარსიები გამოაწრთოს.

  • La Pulga10
    schedule 21 დეკ 2025, 19:02

    ესეც შეგვეტენა რა.

  • Bakero
    schedule 21 დეკ 2025, 18:01

    არა უშავს დეკუ და ლაპორტა დადგებიან წყვილ წყვილად rage ….საწყალი ფლიკი ამ ორი აფერისტის ხელში disappointed

  • Don_Andresito
    schedule 21 დეკ 2025, 17:37

    2 მცველი გვინდა. აქედან 1 ზამთარში. მარა დეკომ უკეთ იცის. გამოვა და იტყვის კასადო გვყავსო და დადგება მცველადო. და ამ გუნდით იგებს ეს კაცი თამაშებს

  • Barca
    schedule 21 დეკ 2025, 17:32

    დეკუ გამოვა და იტყვის არ გვჭირდება ტრანსფერები ზამთარშიო.

    მერე წაგებები ფლიკის ბრალია თურმე.

    იქნებ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე რო დაუსვეს კითხვა ფლიკს და უარი თქვა, ვითომ ლაპორტასთან ან ვინმესთან ცუდი ურთიერთობა ხოარააქ? თან ინტერვიუში ძაან ისე თქვა რო თითქოს შეფარვით რაღაცის თქმა უნდოდა

  • Albicelecte
    schedule 21 დეკ 2025, 17:20

    ციტატა: Rivaldo
    ამან დაამთავრა ჩათვალეთ, ისევე როგორც სირთავა ქაჯმა, ნერვიულმა მაიმუნმა🤮 მინუს ორი მცველი პლუს ინიგო. დეკო ამბობს ყველაფერი კარგად არისო. ხალხი ამბობს რათ გვინდა არაბი მილიარდელი პატრონიო, ლაპორტამ მესის წასვლა აუცილებელი იყოო და აბა რა ვქნა ნათესავები ხომ უნდა დავასამოო. ფლიკმა ცოტა ხანი გიყურებთ და გაგსტყვნიათ მერე პატრონიო🙁 შენ დაუკარ😞 ერთადერთი პერესი თუ ჩაძაღლდება, იამალი თუ დაკაცდება და ლამასია თუ მორიგ სასწაულებს მოგვცემს, დალშე ამ გუნდის პერსპეტივა 0 ანუ ზერო.

    არაუხო გაიყიდება კაცო, არაა პრობლემა;
    ეს უფასოდ მოსულია და თუ რამე, დატოვებს გუნდს…
    მარტინი ლა მასიელია და შესაძლოა გაიზარდოს, ცენნტრისთვის საკმაოდ ტანმაღალია, 1.87, რო რამე ჟოფრეცაა გუნდში, ფლანგზე;
    ლამინეს რაც შეეხება, ის ნიკო ნიკოლია თუ ვინცაა, აბა რისთვის იყო აქ?! smile smiley smiley
    დღეს 3:1 წამოვიღებთ;
    არაბები ესპანეთში ცოტა რთული თემაა, აქ შეიხს არავინ შემოუშვებს

  • Visca-barca
    schedule 21 დეკ 2025, 17:19

    ციტატა: Rivaldo
    ამან დაამთავრა ჩათვალეთ, ისევე როგორც სირთავა ქაჯმა, ნერვიულმა მაიმუნმა🤮 მინუს ორი მცველი პლუს ინიგო. დეკო ამბობს ყველაფერი კარგად არისო. ხალხი ამბობს რათ გვინდა არაბი მილიარდელი პატრონიო, ლაპორტამ მესის წასვლა აუცილებელი იყოო და აბა რა ვქნა ნათესავები ხომ უნდა დავასამოო. ფლიკმა ცოტა ხანი გიყურებთ და გაგსტყვნიათ მერე პატრონიო🙁 შენ დაუკარ😞 ერთადერთი პერესი თუ ჩაძაღლდება, იამალი თუ დაკაცდება და ლამასია თუ მორიგ სასწაულებს მოგვცემს, დალშე ამ გუნდის პერსპეტივა 0 ანუ ზერო.

    100%

  • Rivaldo
    schedule 21 დეკ 2025, 16:53

  • Visca barca
    schedule 21 დეკ 2025, 16:53

    ეს და არუხო ამხელა ხელფასს რაში იღებენ?

  • walker599
    schedule 21 დეკ 2025, 16:51

    არაუხოც აღარ გვყვავს ფაქტიურად, მცველი მოსაყვანია ზამთარში აუცილებლად

  • ElGuaje_7
    schedule 21 დეკ 2025, 16:48

    რა გვეშველება

  • C.PC5
    schedule 21 დეკ 2025, 16:41

    სხვაგან წავიკითხე აქილევსი გაიწყვიტაო, რომელს დავუჯერო არ ვიცი მარა არცერთი არაა კაი, ორივე ისეთი ტრავმაა კარიერის დასრულებაზეც დააფიქრებს ისედაც ტრავმებითაა დატანჯული ეს კაცი. ამიტო არ ენდობოდა ფლიკიც როგორც ჩანს, კი კარგი მცველია მარა ჰა დააყენებ და ორ თამაშს ვერ ატარებს ტრავმის გარეშე, დაცვის აგება ამის უნარებზე ხო საერთოდ სისულელე იქნებოდა, დაიმტვრევა უცებ და მერე უნდა გადაალაგო ისევ ტაქტიკა. ალბათ ბოლო სეზონია ეს კრისტენსენის ბარსაში, ასეც ხდება ხოლმე ყველას უნდა რომ გამოვიდეს მარა არ გამოდის.

  • araujo4
    schedule 21 დეკ 2025, 16:30

    ეხლა მაინც მოიყვანონ იქნებ მცველი