“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა “ხეტაფესთან” გასამართი მატჩის შემადგენლობა დაასახელა.
“ნიუკასლთან” დაპირისპირების შემდეგ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა. ძირითადში არაუხოს, კუბარსის, ფერმინისა და რაშფორდის ადგილს ერიკ გარსია, კრისტენსენი, ოლმო და ტორესი დაიკავებენ.
“ბლაუგრანას” სასტარტო თერთმეტეული ასეთია:
ჟ. გარსია, კუნდე, ე. გარსია, კრისტენსენი, მარტინი, დე იონგი, პედრი, ოლმო, რაფინია, ტორესი, ლევანდოვსკი.
კატალონიური გუნდი “ხეტაფეს” ლა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში მასპინძლობს.
ხო გამოსწორდა.
ნორმალურია
რატომ ტორესი??? სამი მაზილა თავდასხმაში უკვე ძალიან ზედმეტია! ნახევარმცველების პასების 98% გაფუჭებული გამოდის. რაფინიას მარტო შერბენებზე თამაში შეუძლია, ამისთვის იამალის პასები ჭირდება. ლევანდოვსკის პირველი დარტყმით გასატანი პასები ჭირდება, მიღება და დამუშავება უზარმაზარ დროს ართმევს. ტორესს მე ავუკრძალავდი ფეხბურთის თამაშს ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, გარდა იმისა რომ გუნდს უფუჭებს თამაშს, ასი ათასობოთ ფანებს ფეხბურთის სილამაზეს ართმევს. დღესაც ნახევარდაცვის იმედად უნდა ვიყოთ გოლი რომ გავიდეს. ფიზიკურად უსუსტესი ტორესი ლალიგის ყველაზე უხეშ გუნდთან…
Rais toresi flangze da rashfordi zamena kai ra