Sport იტყობინება, რომ ჩავი სიმონსისთვის ბრძოლაში “არსენალი” და “ბაიერნი” ჩაერთო.
წყაროს ცნობით, “ბარსელონა” ჩავი სიმონსის დაბრუნებით დაინტერესებულია და ამ ფეხბურთელს მომავალი სეზონის კლუბის სპორტული პროექტის ნაწილად განიხილავს. თავის მხრივ, ნიდერლანდელსაც სურს კატალონიაში დაბრუნება.
მიუხედავად ამისა, ფეხბურთელის ტრანსფერს რამდენიმე გარემოება აფერხებს. უპირველეს ყოვლისა, პსჟ-ს არ სურს ფეხბურთელის “ბლაუგრანასთვის” მიყიდვა ამ ორ კლუბს შორის დაძაბული ურთიერთობის გამო. პარიზელები სიმონსს 60 მილიონ ევროდ აფასებენ.
მეორე მხრივ, “არსენალი” და მიუნხენის “ბაიერნი” ფინანსურად “ბარსელონაზე” უკეთეს მდგომარეობაში არიან. ამის გამო მათ შეუძლიათ, პარიზელებს უფრო კონკურენტუნარიანი წინადადებაც შესთავაზონ. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ “ლაიფციგთან” აწარმოებდა მოლაპარაკებას.
რა შუაშია სიმონსი ბუსკეტსთან? ან რაის კარგი შემტევი არაა, სტატისტიკად გადახედე.
რა უნდა ამას ინგლისში არა ეს დოღის იგროკიი
ამ არსენალმა რა ტვინი მოკლა უკვე მართლა იმ არტეტამაც ყველა საფლავში უნდა ჩაიყოლოს თუ რა არის მართლა ეტყობა რომ პეპთან მუშაობდა ამ საკითხში
არ არიან მომყვანები დაივიწყეთ
60 მილიონად ძალიან კარგია, ძალიან.
თითქოს არაუხოს ყიდიან იმიტომ რო ბუსკეტსის დონის საყრდენი მოიყვანონ და კარგი შემტევი. მე მეეჭვება ეს ბუსკეტს რამეში ჯობდეს. არც თავდასხმაში გამოირჩევა, თორემ პსჟ არ გაანათხოვრებდა.
60 მილიონი იაფად მეჩვენება. 80 მილიონი მაინც ღირს. 60 მილიონი თუ ღირს აუცილებლად უნდა ვიყიდოთ.