workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უნიონისტასი 1-3 ბარსელონა | მიმოხილვა

უნიონისტასი 1-3 ბარსელონა | მიმოხილვა

“ბარსელონამ” ესპანეთის თასის მერვედფინალში სალამანკას “უნიონისტასს” 3-1 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა.

ჩავის გუნდმა პირველი ნახევარი კარგად ვერ ჩაატარა. 31-ე წუთზე წუთზე ალვარო გომესმა მასპინძლები წინ გაიყვანა, თუმცა ტაიმის მიწურულს “ბარსამ” მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირა და ფერან ტორესის გოლით ანგარიში გაათანაბრა. 

მეორე ნახევარში, 69-ე წუთზე ჟიულ კუნდეს შორეული გასროლით “ბარსელონა” დაწინაურდა, მალევე კი ალეხანდრო ბალდემ შესანიშნავი რეიდი გოლით დაასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში, 3-1 დააფიქსირა.

მეოთხედფინალში კატალონიელთა სავარუდო მეტოქეები არიან:

  • სევილია
  • ბილბაო
  • მალიორკა
  • სელტა 
  • რეალ სოსიედადი 
  • ჟირონა
  • რეალ მადრიდი/ატლეტიკო

წილისყრა ხვალ გაიმართება, მეოთხედფინალის მატჩები კი მომავალ კვირაში ჩატარდება.

“ბარსელონას” შემდეგი შეხვედრა ლა ლიგაში, 21 იანვარს, “ბეტისის” წინააღმდეგ ელის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 19 იან 2024, 16:54

    ციტატა: Rick Sanchez
    მალიორკა გამოუშვით


    კი მალიორკა შეუკვეთია ლაპორტას, ჰალაზე წავიკითხე.

  • Rick Sanchez
    schedule 19 იან 2024, 01:11

    მალიორკა გამოუშვით

  • tbilisi
    schedule 19 იან 2024, 00:50

    ერთი მალიორკა გვინდა და ნახევარფინალში ვართ, ან ჰა, ჰა სელტა. smile