“ბარსელონამ” ლა ლიგის 30-ე ტურში მადრიდის “ატლეტიკო” 1-0 დაამარცხა.
“კამპ ნოუზე” გამართული შეხვედრის ერთადერთი გოლი ფერან ტორესის ანგარიშზეა – რაფინიას კარგი თამაშისა და პასის შემდეგ ესპანელმა შორეულ კუთხეში დაარტყა და იან ობლაკის კარი აიღო.
“ბარსელონას” გოლის გარდა კიდევ რამდენიმე მომენტი ჰქონდა, განსაკუთრებით კარგი შანსი რაფინიასა და ლევანდოვსკის მიეცათ, მაგრამ ბრაზილიელმა ბურთი ცარიელ კარში ვერ გადაგზავნა, პოლონელმა კი, რომელიც მეკარესთან ერთი-ერთზე იყო, კარს ააცილა.
თავისი შანსები ჰქონდა “ატლეტიკოსაც”, მათ შორის, ანტუან გრიზმანს, მაგრამ ფრანგის დარტყმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მოიგერია და ბრწყინვალე სეივი შემოგვთავაზა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად რაფინია ბელოლი დასახელდა.
ამჟამად “ბარსელონას” აქტივში 76 ქულაა, უახლოეს მდევარ “რეალ მადრიდს” კი 65 ქულა აქვს.
ჩავის გუნდს შემდეგი შეხვედრა “რაიო ვალიეკანოს” წინააღმდეგ (27 აპრილს) ელის.




მეტი აგრესიაა საჭირო, ასე ბურთის გორებით არ გამოვა საქმე. ესენი თუ ფიქრობენ რო ტიკი-ტაკას თამაშობენ ძალიან არიან აცდენილები რეალობას. ტიკი ტაკა რო ითამაში გუნდში მინიმუმ ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, მესი უნდა გყავდეს საუკეთესო დროის ფორმაში. ამათ თავიანთი ტექნიკის ნაკლი სისწრაფის ხარჯზე უნდა დაფარონ. როგორც კი ტემპს უმატებდნენ ატლეტიკო დაცვაში ჯდებოდა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ აწვებოდნენ თითქოს ისიც საკმარისი იყო რაც გვქონდა განაღდებული.
ლევანდოვსკიზე ჯერ კიდევ ძალიან გაბრაზებული ვარ, რაფინიას როგორ არ დაუგორა…
არის 3 ქულა!.. თამაში საშუალო ბინძურ ატლეტიკოსთან!
მთელი პირველი ტაიმი ერთი მთლიანი არაფერი იყო ბარსას შესრულებით რომ არა ჯერ რაფინიას და მერე ტორესის ინდივიდუალურად კარგი თამაში, ეგ ორი რომ დაემთხვა ძაან გაგვიმართლა თორე ალბათ ისევ 0-0 იქნებოდა, მეორე ტაიმში კი შეეტყოთ ატლეტიკო უფრო რომ გაიხსნა შექმნეს ამათაც მომენტები მარა ცარიელ კარში გატანასაც თუ სწავლა უნდა ნაღდად არ მეგონა. საერთოდ კარი ისაა რომ ტრავმის გარეშე ჩაატარეს თამაში რაც გამიკვირდა ისე იჩეხებოდა მთელი ატლეტიკო
ასეთი ატლეტიკო გუნდი არ არის… სულ დამტვრევაზე იყვნენ და ბარსამ გაუძლო!.. ეს საჩემპიონო 3 ქულაა!..