“ელ კლასიკოში” გუშინდელი გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამ გამარჯვებამ ლა ლიგის მოგებასთან ხელის ერთ გაწვდენამდე მიგვაახლოვა.
ეს თამაში საიუბილეოც გამოდგა. “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” მეასედ დაამარცხა. საუბარი ოფიციალურ თამაშებზეა, ამხანაგურების ჩათვლით კი “ბარსას” უპირატესობა აქამდეც ჰქონდა.
“ბლაუგრანა” “ბლანკოსს” მხოლოდ ერთი მოგებით ჩამორჩება. მადრიდელებს ოფიციალურ “ელ კლასიკოებში” 101 მოგება აქვთ და “ბარსას” ამ ჩამორჩენის აღმოფხვრის შანსი მიმდინარე სეზონშივე, 5 აპრილს მიეცემა.
მოგებული 100 “ელ კლასიკოდან” 74 ლა ლიგაზე მოდის, 17 ესპანეთის თასზე, 5 ქვეყნის სუპერ თასზე, 2 ჩემპიონთა ლიგაზე და ორიც ესპანეთის ლიგის თასზე.
“ბარსამ” პრინციპული მეტოქე 64-ჯერ საკუთარ კედლებში დაამარცხა, 31-ჯერ მადრიდში, ხოლო 5-ჯერ ნეიტრალურ მოედანზე.
21-ე საუკუნეში გამართულ დაპირისპირებებში კი უპირატესობა კატალონიური გუნდის მხარესაა. 66 “ელ კლასიკოდან” “ბარსელონამ” 26 მოიგო და 23 დათმო, გაიტანა 114 და გაუშვა 95 გოლი.




Momaval wels ukve gavaswrebt officialurebshic. Es taoba seriozul handikaps gauketebs amat,ager me da ager tqven.farchaki tetrebi
კარგი იქნება თუ ოფიციალურად გავსწორდებით 101-101-ზე 5 აპრილს, მაგრამ ფრეზეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდებოდი.
5 აპრილს აუცილებლად უნდა მოვიგოოთ, პედრიც დაბრუნდება და დემბელეეც
5 აპრილს გავსწორდებით. 101-101
5 aprils davarchobt dembeleda pedric iqnebian unda vawamot reali didi angarishit unda mougot❤️💙❤️💙