მატჩისშემდგომი მიმოხილვა: დატოვეთ თასი, წადით სახლში

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: დატოვეთ თასი, წადით სახლში

ძალიან დიდი ხანია, ასეთი მაგარი კლასიკო არ მინახავს. ბოლოს, ალბათ, ხარისხითა და დრამატიზმით "ბერნაბეუზე" ვნახეთ, როცა ლეომ ჩააჭედა ბოლო წუთზე და მაისურიც გამოფინა. ეს ამბავი ცოტა ხნის წინ გავიხსენეთ, სერჟი რობერტოს გახანგრძლივებული კონტრაქტი აღვნიშნეთ და ისიც დავწერეთ, რომ ამ კაცს აქვს რაღაც გასახსენებელი, რაღაც ისეთი, რაც "ბარსას" ისტორიის საკუთრებაა. 

გარდა პსჟ-სთან გატანილი გოლისა, სულ "მადრიდია" სახსენებელი, ის დრიბლინგი "ბერნაბეუზე", სუარესზე პასი, ასევე "ბერნაბეუზე", სუარესზე საგოლე პასი "კამპ ნოუზე", და ახლა გატანილი გოლი კლასიკოში. სერჟი რობერტო "ბარსელონას" სრულფასოვანი წევრია. 

ის, რაც სისუსტე გვეგონა.. 

არ იქნებოდა რობერტო ძირითად შემადგენლობაში პედრი რომ ჯანმრთელი ყოფილიყო. კესიე ხომ მით უმეტეს, არ იქნებოდა. თამაშის დაწყებამდე ათიდან ათი ქომაგი იტყოდა, რომ სუსტი წერტილი ზუსტად ამ ზონაში გვაქვს, სადაც რობერტოს გვარს მოჰკრავდა თვალს და ეგებ ისიც ეთქვა, სჯობდა, კესიე დაეყენებინაო. 

ჩავი კი სხვაგვარად მოიქცა და თამაში მოიგო. 

ჯერ რობერტომ შეაგდო, ლევანდოვსკის სტილში, მერე კესიემ დაასრულა შეტევა, ბოლო წუთებზე, "კამპ ნოუ" აფეთქდა, ამ მატჩს ლა ლიგის მოგების ელფერი დაჰკრავს. ასე იგრძნობოდა ფეხბურთელებში, მწვრთნელებსა და ქომაგებშიც. 

პირველი ტაიმი

მაგრად დავიწყეთ. შეტევა-შეტევაზე წავიდა, "ბარსამ" უპირატესობა მოიპოვა და მომენტებიც შექმნა. კარგი და ლამაზი მომენტები, რომელიც კურტუამ გამოაძრო და შტეგენს შეახსენა - ლა ლიგის საუკეთესო მეკარეობას ასე მარტივად არ დაგანებებო. სწორედ ამ დროს შეეძლო რობერტოს გატანა, რაფინიას დარტყმაც კურტუამ მოიგერია და დამატებაზე გააქანა, სულ მცირე მანძილით ააცილა, გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ტიბოს აღების შანსი არ ექნებოდა. 

მერე კი ფეხბურთმა შეგვახსენა, რომ ალოგიკური სპორტია. დიდი გაიძვერა თამაშია. გუნდს უტევ, თავზე აზიხარ და აქეთ უშვებ გოლს, თან როგორ.. ვინისიუსს არაუხომ მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა ბოლო მატჩებში, თამაშის მერვე წუთზე კი ვინიმ აბსოლუტური თერაპია გაიარა, არაუხოს თავის კარში გაატანინა, ბოლომდე გათავისუფლდა მისგან მიღებული წნეხით და თითქოს ფრთები შეესხა. 

ამ გოლში არა იმდენად არაუხოს ბრალეულობას ვხედავ, რამდენადაც ბუსკეტსისა და რობერტოს ინერტულ თამაშს, საჭიროზე დიდი სივრცე მისცეს ვინის. ბურთმაც ისე მოუხვია, შტეგენი ადგილზე გააქვავა. 

სხვათა შორის, ამ მომენტის მერე ვერ წარმოვიდგენდი, რომ არაუხო დაგვიბრუნდებოდა, ისევ დამაჯერებელი იქნებოდა დაცვაში და შეტევაშიც აქტიურად წავიდოდა. რა თქმა უნდა, პირველი წუთების შოკი უნდა გადაეტანა, იგრძნო ეს მთელმა "მადრიდმა", იგრძნო ვინიმაც და სანამ ურუგვაელი განცდებში იყო, მაგრად მიაწვა, ერთი-ორ ეპიზოდში აჯობა კიდეც, მაგრამ საერთო ჯამში არაუხო მაგრად დადგა. ავტოგოლმა ფსიქოლოგიურად ვერ გატეხა. დატოვა ეს გოლი მერვე წუთზე და განაგრძო თამაში, გამთანაბრებელ გოლში კი თავის წვლილიც შეიტანა. 

ასეთი კაცია, მხეცია. 

ჰქონდა დაცვას შეცდომები, მაგრამ მაინც აღფრთოვანებული ვარ მათი შემყურე. ბედნიერებაა ასეთი დაცვის ხაზი. საუკეთესო კი ალბათ კრისტენსენი იყო. კედელივით დადგა და შეტევაშიც შექმნა მომენტები. მისმა ტრანსფერმა აბსოლუტურად გაამართლა. 

ტაიმის ბოლოს გატანილმა გოლმა დამატებითი მუხტი მოგვცა, თამაშში დაგვაბრუნა და ფსიქოლოგიური უპირატესობაც შეგვძინა. 

მეორე ტაიმი

საერთოდ, ძალიან გამიჭირდება რომელიმე ფეხბურთელზე ვთქვა, რომ კარგად არ უთამაშია. აბა, ვისზე უნდა ვთქვა?! დაცვის ხაზი ბრწყინვალე იყო, დე იონგისა და ბუსკეტსის თამაშს თქვენ როგორ უყურებთ, არ ვიცი, მაგრამ მე ბედნიერების შეგრძნება მიპყრობს, ასე ავსებდეს ორი კაცი ერთმანეთს, მართლაც იშვიათია, ეს კი ჩავის უდიდესი დამსახურებაა, მან მოძებნა გასაღები და ამათი შემხედვარე მართლა გაგიჟდები ადამიანი, ან ბურთი როგორ ამოაქვთ, ან, როგორ აკონტროლებენ თამაშს, ჩავიმ ბუსკეტსი დაგვიბრუნა და დე იონგის რეალური შესაძლებლობები გვაჩვენა. 

რაფინიაც კი დიდებული იყო! ჩავის "ბარსა" კლასიკოსთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადება. 

გუნდს პირველიდან ბოლო წუთებამდე ჰქონდა ის მუხტი და შემართება, რაც კლასიკოში უნდა ჰქონოდა. ეს ის არის, რასაც კუმანი ვერასდროს მიაღწევდა, სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ, ჩავიმ კი იცის ამის ფასი და კიდევ ერთი დიდებული მატჩი ჩაიწერა აქტივში. 

იყო ერთი ძალიან სახასიათო მომენტი, დააკვირდებოდით ალბათ, ლევანდოვსკის მთელი თამაშის განმავლობაში ურტყამდნენ, მცველების ხრიკია, როგორც კი ბურთს გასცემს შემტევი, ფეხს მიარტყამენ ხოლმე, მსაჯები ამაზე თვალს ხუჭავენ, შემტევებისთვის კი საშინლად გამაღიზიანებელია, ასე წყობიდან გამოჰყავთ, ლევანდოვსკი ისეთი მშვიდი და გამოცდილი ფეხბურთელია, რომ ასე ვერ გააგიჟებ, მაგრამ 34 წლის ფეხბურთელისთვის ძალიან რთულია ასე თამაში, ჰოდა, ერთ-ერთ ეპიზოდში მიაყოლეს ლევანს ფეხი, კმაყოფილია პატივცემული მადრიდელი თავისი ქმედებით და გარბის შეტევაში, ჰოდა, გავიმ დაინახა ეს ამბავი, ალბათ, მთელი მატჩის მანძილზე ხედავდა, როგორც წესი, ვეტერანები იცავენ ხოლმე ასე ახალგაზრდა ფეხბურთელებს, გავიმ კიდე ლევანას მიჯირყვნა არავის აპატია და გლიჯა მხარი მეტოქეს, - აგრძნობინა, ჩვენთან ასე თამაში არ მოსულაო. 

გავი ამას ყოველთვის აკეთებს. ხან გამოიჭერენ ოპერატორები, ხან ვერა, ყველა თამაშში, ასეთ მინი ეპიზოდებში თავს ესხმის მეტოქეს და შიშს ნერგავს მათში. ეს მართლა ბრილიანტი ესა! 

ორი გოლის ამბავი

არ დაგიარათ ჟრუანტელმა?! კესიეს გოლზე არა. მანამდე იყო ასეთი ამბავი, ასენსიომ შეაგდო. ისეთი მოულოდნელი იყო, ისეთი უსამართლო, ცოტა ვერ დავიჯერე, რომ ეს გოლი გავიდა. ჯერ პირველი რა იყო და მერე ეს.. ასე წაგებამ შეიძლება გააგიჟოს ადამიანი. 

ბოლო ტურებია ესპანელმა მსაჯებმა აღმოაჩინეს რა ფუნქცია აქვს VAR-ს. დააგვიანდათ ამის გაგება, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მილიმეტრებით გადავრჩით. "კამპ ნოუმ" გოლივით აღნიშნა ეს ამბავი. 

დასკვნით ნაწილში კი ბურთი მოედნის ცენტრში აღარ ჩერდებოდა. შეტევა-შეტევაზე წავიდა. აქეთ-იქით. კარიდან-კარში. თითქოს "მადრიდის" შეტევები უფრო სახიფათო იყო, რადგან უფრო სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ, ჩვენ კი დემბელე არ გვყავდა, ბებერი ლევანა რუდიგერმა დაჩაგრა სისწრაფეში და ფატი სხვა ყველაფერთან ერთად, სირბილსაც ვეღარ ახერხებს, და მიუხედავად ამისა, მაინც "ბარსამ" გაისროლა გამარჯვების გოლი, რობერტ ლევანდოვსკიმ ხვიჩა კვარაცხელიას სტილში, ქუსლით გაატანა ბალდეს, ამანაც უზუსტესად გაასრიალა ბურთი გაზონეზე და შეცვლაზე შემოსულმა კესიემ გამარჯვების გოლი შეაგდო!

ესეც ასე. 

დატოვეთ თასი და წადით სახლში. 

სხვაობა 12 ქულაა. 

მომდევნო კლასიკომდე დიდი დროა. სანაკრებო პაუზა მოდის, ფეხბურთელები ჯანმრთელად უნდა დაბრუნდნენ, მერე "ელჩესთან" გააგორონ ბურთი და ისევ "კამპ ნოუ", ისევ კლასიკო, ამჯერად ფინალისთვის ვითამაშებთ. "ბარსა" ტრიპლეტის მოგებას შეეცდება. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #18 20 მარტი 2023 21:36
    0
    ციტატა: totti10
    ციტატა: Gaucho24
    ციტატა: NowitzkyDirk
    Gaucho24, საიდან მოიტანე რომ ყველა გუნდს ეშინია რეალის?? არ მახსენდება პდესმე ბაიერნს შეშინებოდა მადრიდელების, ის ბოლო დროინდელი წარმატებაც ვიქტორ კაშაის და ჩაქირის დამსახურებით მიახწიეს მიუხენელებთან, საერთო ჯამში ურთიერთშეხვედრებში მაინც წინ არიან 12 მოგება 3 ფრე 11 მარცხი. რომ არა ძველებურად დიდი უპირატესობა ექნებოდათ რეალთან. ხო ყველამ ვიცით ვარი რომ ყოფილიყო რეალის ზედიზედ მოგებული სამი ლიგა არ იარსებებდა. 😏

    მე არაფერი მომიტანია მეგობარო , ტიერი ანრის სიტყვებია
    ციტატა: totti10
    ციტატა: Messi,suaresu,neimari
    totti10,
    მიდი რეალს მიხედე რა🙃😀 ჩვენზე მეტი პრობლემა აქვს🙃


    იქნბ გამაგებინო რეალს რატომ მაწერთ? ანუ რახან სწორედ ვამბობ და ვამბობ იმ პრობლემაზე რაც გუნდშია? ნეტა რეალს რომ პრობლემა აქვ მასეთი ბარსელონას ქონდეს მართლა, გუნდს სეგუნდა დივიზიონში ემუქრება გავარდნა 3 ლა ლიგის ჩამორთმევა, სერიოზული ფულადი ჯარიმა და კიდე ამბობ რეალს ჩვენზ ენაკლები პრობლემაო? რეალს რა აქვს პრობლემა? ესეიგი ბარსლეონამ რომ მოუგო ეს პრობლემაა? მოვა ზაფხული და დაინახავ ვის იყიდის რეალი და ბარსელონას კი აპრილსი ბოლოს სერიოზული სასამართლოები ელოდება და 1 ბრალდებაც რმ დაუმტკიცდეს მეყოლე მერე კარგად :)

    რეალის კარზეც დააკაკუნებენ ადრე თუ გვიან , მუდამ დონ პერესი ვერ იქნება ყველაფრის მოსაგვარებლად , რაც შეეხება ბარსელონას , არაფერი არ ემუქრება , ყველაფერი მშვიდად და წყნარად ჩაივლის , ლაპორტა მიხედავს მაგას , ზაფხულს კი მართლა მოუთმენლად ველოდები ალემანთან ერთად


    რავიცი ძმაო რა ვერ მიაგნეს რეალის კარს, რა არ ემუქრება ყველგან ამგაზე იწერება პროკურატურა ფინანსური პოლიცია საგადასახადოა შესული, ცალკე გავის აბავზე , პერესი რომ წავა და ეგ როდის იქნება არავინ იცის მაგდროს რა იქნება .. ზაფხულში სანამ ბარსლეონადა არ ააცვამს 6-7 კაცი მანამდე არაფერი ეშველება, აი აგერ ბაიერნმა წინასწარი კონტრაქტი შეათანხმა ოსისთან, რეალმა სალაჰთან და ანჩემ წელს ვერაფერი რომ ვერ მოიგოს რაც ძალიან რეალურია ზაფხულში კლოპი ტუხელიდნა რომელიმე მივა, ნუზიდასაც სკანდინირებენ, მაგრამ ეგ რამდენად მივა საკითხავია :)

    ასეთი საფეხბურთო ანდაზა არსებობს , რაც იწერება ყველაფერი არ "იჯერება" , არ დაიჯერო ინტერნეტში და მედიაში უამრავ ტყუილს ნახავ , ეს ისე ჩემგან რჩევა
    Culé [?]
    #17 20 მარტი 2023 19:26
    0
    ციტატა: NowitzkyDirk
    Gaucho24, საიდან მოიტანე რომ ყველა გუნდს ეშინია რეალის?? არ მახსენდება პდესმე ბაიერნს შეშინებოდა მადრიდელების, ის ბოლო დროინდელი წარმატებაც ვიქტორ კაშაის და ჩაქირის დამსახურებით მიახწიეს მიუხენელებთან, საერთო ჯამში ურთიერთშეხვედრებში მაინც წინ არიან 12 მოგება 3 ფრე 11 მარცხი. რომ არა ძველებურად დიდი უპირატესობა ექნებოდათ რეალთან. ხო ყველამ ვიცით ვარი რომ ყოფილიყო რეალის ზედიზედ მოგებული სამი ლიგა არ იარსებებდა. 😏

    მე არაფერი მომიტანია მეგობარო , ტიერი ანრის სიტყვებია
    ციტატა: totti10
    ციტატა: Messi,suaresu,neimari
    totti10,
    მიდი რეალს მიხედე რა🙃😀 ჩვენზე მეტი პრობლემა აქვს🙃


    იქნბ გამაგებინო რეალს რატომ მაწერთ? ანუ რახან სწორედ ვამბობ და ვამბობ იმ პრობლემაზე რაც გუნდშია? ნეტა რეალს რომ პრობლემა აქვ მასეთი ბარსელონას ქონდეს მართლა, გუნდს სეგუნდა დივიზიონში ემუქრება გავარდნა 3 ლა ლიგის ჩამორთმევა, სერიოზული ფულადი ჯარიმა და კიდე ამბობ რეალს ჩვენზ ენაკლები პრობლემაო? რეალს რა აქვს პრობლემა? ესეიგი ბარსლეონამ რომ მოუგო ეს პრობლემაა? მოვა ზაფხული და დაინახავ ვის იყიდის რეალი და ბარსელონას კი აპრილსი ბოლოს სერიოზული სასამართლოები ელოდება და 1 ბრალდებაც რმ დაუმტკიცდეს მეყოლე მერე კარგად :)

    რეალის კარზეც დააკაკუნებენ ადრე თუ გვიან , მუდამ დონ პერესი ვერ იქნება ყველაფრის მოსაგვარებლად , რაც შეეხება ბარსელონას , არაფერი არ ემუქრება , ყველაფერი მშვიდად და წყნარად ჩაივლის , ლაპორტა მიხედავს მაგას , ზაფხულს კი მართლა მოუთმენლად ველოდები ალემანთან ერთად
    ფანი [?]
    #16 20 მარტი 2023 18:17
    0
    totti10,
    მიდი რეალს მიხედე რა🙃😀 ჩვენზე მეტი პრობლემა აქვს🙃
    წევრი [?]
    #15 20 მარტი 2023 16:57
    0
    Gaucho24, საიდან მოიტანე რომ ყველა გუნდს ეშინია რეალის?? არ მახსენდება პდესმე ბაიერნს შეშინებოდა მადრიდელების, ის ბოლო დროინდელი წარმატებაც ვიქტორ კაშაის და ჩაქირის დამსახურებით მიახწიეს მიუხენელებთან, საერთო ჯამში ურთიერთშეხვედრებში მაინც წინ არიან 12 მოგება 3 ფრე 11 მარცხი. რომ არა ძველებურად დიდი უპირატესობა ექნებოდათ რეალთან. ხო ყველამ ვიცით ვარი რომ ყოფილიყო რეალის ზედიზედ მოგებული სამი ლიგა არ იარსებებდა. 😏
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 20 მარტი 2023 15:54
    0
    ეს იგრძნო ბებერმა, ხრონწიანმა მელამ და არ ჩამოეწუწა. არ უნდოდა წაგების მერე ყბა დაღებული ენახა მსოფლიოს.
    ფანი [?]
    #13 20 მარტი 2023 15:48
    0
    ტრიპლეტის მოგება ?

    ჩემპიონთა ლიგა და ბაღლინჯო სუპერთასი ერთია ?
    გულშემატკივარი [?]
    #12 20 მარტი 2023 15:08
    1
    ციტატა: totti10
    აუცილებლად უნდა გაასხმევინომ გუნდიდან 6-7 კაცს რობერტოდან დაწყებული დემბლეთი დმათავრებული

    ================================================================
    joy joy
    ჰა-ჰააააააა!!! ::DDDDD
    დემბელესი ნამეტანი გეშინიათ არა რეალს თასზე რომ ააწიოკებს???!!!! ::DDDDDDDD
    Culé [?]
    #11 20 მარტი 2023 13:51
    3
    ყველა გუნდს რეალის ეშინია , რეალს კი ბარსელონასი ეშინია...
    გულშემატკივარი [?]
    #10 20 მარტი 2023 12:59
    6
    ფეხბურთელებს დააკვირდით, განსაკუთრებით ახალგარდებს, როგორი ცეცხლი უნთიათ თვალებში.. გავი, არაუხო, ბალდე.. უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ეს და იმედია ეგ ცეცხლი არასოდეს ჩაქრება. როგორი ირონიულია, ვისაც ყველაზე ნაკლებად დავაყენებდით შემადგენლობაში, იმათმა მოგვაგებინეს, ეს ნიშნავს ერთ ოჯახს. უმაგრესი გრძნობაა
    გულშემატკივარი [?]
    #9 20 მარტი 2023 12:29
    4
    საოცარი თამაში იყო ბრავო კიდე ხავის გამოისვა ანჩე მერამდენედ უკვე❤️👏☺️2ივე გოლმა მაგრად გაასწორა ბოლო წუთებზე რო გავიტანეთ თან რა მუხტი მიიღენ ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებიც გაგიჟებულები იყვნენ აი ეს გვაკლდა ზუსტად ამდენი ხნის განმავლობაში და მივიღეთ კიდეც👏❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 20 მარტი 2023 12:27
    4
    ფეოლამ ყველაფერი სწორად და ლამაზად ახსნა, და მაინც ამ ბოლო დროს ასე მგონია "ღმერთის ხელიც" გვეხმარება და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ანუ ფორტუნაც დაგვიბრუნდა.
    Culé [?]
    #7 20 მარტი 2023 12:14
    4
    კამპეონეეეეეეეეეეეეე კამპეონეეეეეეეეე ალე ალე ალეეეეეე barca-4 barca-4 barca-1 barca-1
    --------------------
    ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონიააააააააააა

    მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი
    ფანი [?]
    #6 20 მარტი 2023 12:07
    0
    ჩემი აზრით ბუსკეტსს არ უნდა გავუხანგრძლივოთ. აღარ არის ამ დონეზე სათამაშოდ მზად. უამრავ მომენტში კარგავს ბურთს. მარტივ სიტუაციებში ხან ართმევენ, ხან არაზუსტ პასს აძლევენ. რაც მთავარია ეს ისეთ ადგილას ხდება საიდანაც მერე მარტივად იქმნება ხიფათი ჩვენს კართან.

    გუშინაც რამდენჯერ დაგვემუქრა. ჯერჯერობით დაცვის ხარჯზე ვძვრებით მაგრამ ყოველთვის ვერ გაძვრები.

    აი დეიონგი კი მაინც არ მევასება. მაგ ხელფასად მეტი უნდა მოჰქონდეს გუნდისთვის. უბრალოდ ზარალია. პირველ ტაიმში ჰქონდა მომენტი საჯარიმოს მისადგომებიდან აი უნდა დაერტყა. მაგრამ არა.
    წევრი [?]
    #5 20 მარტი 2023 12:00
    9
    მადრიდელები დაგვცინოდნენ რუდიგერი ჩვენ დაგვრჩა და კრისტენსენი თქვენო, რუდიგერი როგორ ჯობია კრისტეს, დაფრინავს კრისტე.
    [?]
    #4 20 მარტი 2023 11:54
    8
    პირველად რო მოვუგეთ ამ სეზონში ვიფიქრე რეალმა არ შეგვაფასა თქო, ძაან დავჩაგრეთ სუპერთასზე. მერე ბერნაბეოზე მოვუგეთ საერთოდ სხვა სტილით, არაბარსელონურად, ატლეტიკოს სტილში, კარში არ დავარტყმევინეთ. და დღეს უკვე დავრწმუნდი რო რეალთან თამაში მაგრად გამოსდის ჩავის. დუხზეა გუნდი მაგათთან, ეგ დუხი ევროტურნირებზე გაგვყვეს შემდეგ წელს და რაღაცა გამოვა. რაც შეეხება მოთამაშეებს, ყველამ ვინც რამე შეცდომა დაუშვა გამოასწორა ასე თუ ისე. ყველაზე მეტად ბუსის და კუნდეს უხეში შეცდომები მომხვდა თვალში, როდრიგოს რო გაეტანა იქ, ბუსი ანტიგმირი იქნებოდა. ბევრი შეცდომა დაუშვა. მარა მერე წაქცეულმა რო მოატყუა ორი კაცი და მთლიანობაში ასე თუ ისე გამოასწორა იგრა. კუნდეც ხშირად დაგვღუპავს მარა კაი ბიჭია მაინც. ცენტრში ნაკლები დრო უნდა გაატაროს. არაუხომ მართლა მაგარი რეგენერაცია გააკეთა, როგორ დაიკიდა ის მომენტი, ნამდვილი რასამახაა. მარა ბრილიანტი, მატჩის საუკეთEსო და კუნდე+არაუხოზე მაგარი კრისი იყო. აი სუპერ კაცია, რა ართმევები, ამდენი მოგებული დუელი ორივე საჯარიმოში, რა პასები, რეალის მაგარი პრესინგის დროს რა პასებით ამოქონდა ბურთი, სად აძვრენდა, არაუხოს და დაჟე არც კუნდეს არ აქვს ეგეთი უნარი და პასის ეგეთი კულტურა. თავისი გუნდი იპოვა და ვინც ეგ გაყიდოს იმის არასწორი დედაც. ფრენკი კარგი იყო, მერამდენე დუელი მოუგო მოდრიჩს, ჭამს ცენტრს, ბოლოს რა დრიბლინგი გააკეთა რა იყო ეგ, ფეხზეც მყარად დგას, გავი იყო არაეფექტური მარა ბოლოს ტ.რ.აკზე რო დასვა მადრიდელი გაასწორა :D გამოასწორა. ბალდემაც უამრავი უაზრო პადაჩIს მერე გაისწორა მიზანი და დადო ასისტი. ლევა ცდილობდა, ურტყამდა, ინერტული არ იყო. რაფინიაც აქტიური იყო. მეტი არ შეუძლია და რას ვიზამთ. საშუალო დონის ვინგერია მარა დუხიანი. რობერტოზე იგივე აზრის ვარ, ნახევარმა საიტმა დამცხო მაგის გახანგრძლივება რო დადებითად შევაფასე მარა ეგაა, ხანდახან ეგეც გამოგვადგება. განსაკუთრებით ნახევარდაცვაში და არა მარჯვენა მცველად. კესის პასის კულტურით აღემატება, უფრო იცის ჩავი რას ითხოვს, პოზიციურადაც ბარსას აღზრდილი კაცია და ჯობს რა თქმა უნდა კესის მარა ეგეც კაი ყისმათაა, ვიდალი იყო ეგეთი, კესი დაიწყებს გატანას, თუ დარჩა. მოკლედ თასი გადაგვატანინა, ფრეზე სრულიად თანახმა ვარ და ეგაა. წელს შიდა ტრიპლეტი დაიდება და ოფიციალური რეალის მხარების წელიც გამოვა. მთავარია კოპა არ მოგვიგონ
    გულშემატკივარი [?]
    #3 20 მარტი 2023 11:21
    1
    მმაგათ გარდა სხვა რომ მდგარიყო დაარტყამდნენ და შეაგდებდნენ, კარგი რა. პედრი რა რომელიმე მათგანზე ნაკლებად დაასრულებდა კომბინაციას?
    Culé [?]
    #2 20 მარტი 2023 10:58
    11
    კამპ-ნოუზე სიხარულისა და ბედნიერების ცრემლები და სხივი დაბრუნდა გულშემატკივრების , ფეხბურთელებისა და მწვრთნელების , აბსოლიტურად ყველას თვალებში ... მხოლოდ ჭეშმარიტ კულეს ესმის რაზეა საუბარი , ის საოცარი შეგრძნება რაც ამ გუნდის ნაწილად გაგრძნობინებს თავს . ერთ-ერთი ძალიან მაგარი ელ კლასიკო თავისი მნიშვნელობიდან , თამაშის ხასიათიდან და ჩავიდან გამომდინარე . ემოციურად ძალიან მაგრა ჰყავდა გუნდი დამუხტული და მაყურებელმაც ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა . barca-1 barca-1
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 მარტი 2023 10:19
    11
    ვამოოოს ლა ლიგა მოგებულია ჩათვალეთ.კოპა დელ რეის ნახ.ფინალშიც დავადებთ მაგ ცოდოებს.პედრი გვეყოლება და დარწმუნებული ვარ ბურთს არ დაანახებს მადრიდელებს.იქით დემბელე თუ იქნა ჯანზე და ფორმაში ააწიოკებს ფლანგს.მოკლედ კოპაც წესით და რიგით უნდა მოვიგოთ,მაგრამ არ ღირს ნაადრევად სიხარული.ღმერთო რამდენი ხანია ბარსას ტიტული არ მოუგია.ყველას ეტყობა ეს შიმშილი განსაკუთრებით ახალგაზრდებს და ჩავის.ზამთარში ნადირს,რომ მოშივდება და მზადაა ყველაფერზე წავიდეს ოღონდ საკვები მოიპოვოს,აი ზუსტად ეგრე არიან ესენი.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid