workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: რობერტ ლევანდოვსკი ბარსელონას ფეხბურთელია

ოფიციალურად: რობერტ ლევანდოვსკი ბარსელონას ფეხბურთელია

4 დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რობერტ ლევანდოვსკი “ბარსელონაში” გადმოდიოდა.

“ბარსამ” 16 ივლისს ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ კლუბმა “ბაიერნთან” პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია – ეს ნიშნავს, რომ პოლონელის ტრანსფერი სამედიცინო შემოწმების გავლაზე იყო დამოკიდებული. 

ახლახან კი, ვინაიდან მან ეს პროცედურა წარმატებით გაიარა, “ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლევანდოვსკი “ლურჯ-ბროწეულისფერია”!

კატალონიური გრანდი რობერტის სანაცვლოდ €45 მილიონს + ბონუსების სახით €5 მილიონს გადაიხდის. ლევანდოვსკი კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს აფორმებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი €500 მილიონი იქნება.

პოლონელი ვარსკვლავის პრეზენტაცია დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, მაიამიში გაიმართება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • me da barca
    schedule 20 ივლ 2022, 17:22

    აბა შენ იცი ლევანჩიკ, როგორ გვასიამოვნებ.
    წარმატებები და ბევრი გოლები.

  • nika 54
    schedule 20 ივლ 2022, 12:07

    ძალიან დიდი იმედი მაქვს ამისი, ფერან ტორესის შემდეგ კი ვიყავით დაბნეულები, გოლი ვის უნდა გაეტანა, მაგრამ აგერ რაფინიას რო არ ველოდით პირველივე თამაშში ისეთი გოლი გაიტანა ფერანს რო 5-6 ცდა უნდა იმავე პოზიციიდან. ახლა ეს გოლიკაცი გვემატება და აღარ გვადარდებს მშრალი თამაშები.

  • XAVI 6-8
    schedule 20 ივლ 2022, 01:36

    მევასება ლევანგოლსკი🙃

  • GÍØ
    schedule 20 ივლ 2022, 00:45

    მიდი ლომო შენ იმედზე ვართ აქ ბიჭები