workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა პირველი აქტივის 215 მილიონად გაყიდვასთან ძალიან ახლოსაა

ბარსელონა პირველი აქტივის 215 მილიონად გაყიდვასთან ძალიან ახლოსაა

“ბარსელონა” პირველი აქტივის გაყიდვასთან ახლოსაა, რაც კლუბს 2021/22 წლების სეზონის ფინანსური ანგარიშის დახურვის საშუალებას მისცემს.

ცნობილია, რომ “ბლაუგრანა” სატელევიზიო უფლებების 25%-ისა და კომპანია BLM-ის 49%-ის გაყიდვას გეგმავს. ამ გარიგებების საერთო ღირებულება დაახლოებით 700 მილიონი ევრო უნდა იყოს.

მნიშვნელოვანია, რომ აქტივების ნაწილი 30 ივნისამდე გაიყიდოს. ესპანელი ჟურნალისტი დავიდ ბერნაბეუ ირწმუნება, რომ ეს საკითხი უკვე თითქმის გადაწყვეტილია და “ბარსა” სატელევიზიო უფლებების პირველ 10%-ს 215 მილიონ ევროდ გაყიდის. კლუბში არ ამბობენ, როდის დადასტურდება ეს ინფორმაცია. მათი თქმით ვადა ხუთშაბათამდე აქვთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nikusha
    schedule 27 ივნ 2022, 20:10

    მშვენიერია, ამ ტრანზაქციით ლევანდოვსკი უნდა დავითრიოთ და დავარეგისტრიროთ კრისტესტენი & კესი

    ამ თანხიდან 15% დახარჯვის უფლება გვაქვს ტრანსფერებში ანუ 32.25 მლნ + 68 მლნ ლალიგისგან გვაქვს + 5 მლნ ჟუნგლას გაყიდვისგან = 105.25 მლნ – 13 მლნ კესის და კრისტესტენი ხელფასი = 92 მლნ – 9 მლნ (ლევანას ხელფასი) = 83 მლნ გვაქვს სუფთა

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 27 ივნ 2022, 19:54

    მშვენიერი, უნდა გავძლიერდეთ ამ ზაფხულს თორემ, ნერვები აღარ გვაქვს ხალხს… დდ

  • EL MAESTRO 6
    schedule 27 ივნ 2022, 19:44

    ოო ეს ძალიან კარგი ახალი ამბავია

  • nika 54
    schedule 27 ივნ 2022, 16:30

    მიდით რა როგორმე დააჩქარეთ, აღარ არის ნერვები.

  • El pistolero 9
    schedule 27 ივნ 2022, 16:08

    ძალიან კარგი კესის და კრისტენსენს უპრობლემოდ დაარეგისტრირებენ. პლუს ადამა, ლუკი და ალვესი ხო წავიდნენ, იქით რობერტომ შეიმცირა ხელფასი და კიდე რამდენიმე კაციც თუ მოვიშორეთ სახელფასო ფონდიც გამოთავისუფლდება