სატრანსფერო ფანჯარა ისე დასრულდა, რომ “ბარსელონამ” უსმან დემბელეს გაშვება ვერ მოახერხა, შესაბამისად, ფრანგი “ბარსასთვის” კვლავ თავის ტკივილს წარმოადგენს.
ხავი მიგელის ინფორმაციით, კლუბმა გადაწყვიტა, რომ 24 წლის შემტევი ლურჯ-ბროწეულისფერ მაისურს აღარ მოირგებს, რის გამოც კატალონიელები მხოლოდ მის გაშვებაზე მუშაობენ.
AS-ის ჟურნალისტის მტკიცებით, “ბარსელონა” ორ ვარიანტს განიხილავს: გათავისუფლების წერილი ან კონტრაქტის გაწყვეტა. პირველი მათგანი ორივე მხარისთვის უფრო ხელსაყრელია – დემბელე თავისუფალი აგენტი გახდება და “ბარსა” ხელფასს გადაუხდის იქამდე, სანამ ახალ გუნდს არ მოძებნის. ამ შემთხვევაში, “ბლაუგრანა” სახელფასო ხარჯების მნიშვნელოვან ნაწილს დაზოგავს, თუმცა თავისუფლების წერილისთვის მხარეებს შორის შეთანხმებაა საჭირო, რაც ჯერჯერობით არ არსებობს, რადგან უსმანს წასვლა არ სურს.
მეორე ვარიანტი – კონტრაქტის გაწყვეტა – ყველაზე მკაცრი ზომაა, რასაც “ბარსა” იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ მოლაპარაკებებს აზრი დაეკარგება. ამ შემთხვევაში, კლუბი ვალდებული იქნება, 30 ივნისამდე ფრანგის მთლიანი ანაზღაურება დაფაროს, თუმცა ფეხბურთელთან ნებისმიერი შემდგომი ურთიერთობისგან გათავისუფლდება.
ჩავი ერნანდესი დემბელეს ტრიბუნებზე დასმის მომხრე არაა, რის გამოც კლუბი მხოლოდ მის გაშვებაზე ფიქრობს. ხელმძღვანელობა სამწვრთნელო შტაბთან ერთად გადაწყვეტილებას კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს.
განახლება: როგორც Marca იტყობინება, სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ “ბარსელონამ” დემბელეს გათავისუფლების წერილი უკვე გაუგზავნა, რაც ფრანგმა დაბლოკა. მისი იდეა კონტრაქტის დასრულებაა.




+1
+2
დაწერა პატაკი და ააცვა სასწრაფოოდ
ვინმეს გჯერათ რომ ამაში ვინმე ბევრ ფულს დახარჯავს გამორიცხულია.მოვა ზაფხული და ნახავთ სად ითამაშებს და რამდენად ისიც გამოაგდებენ 6 თვეში ამის ბოლო ჟ კლასის ფრანგული გუნდებია ან ჩინეთი ამერიკა.ბევრი ეცადა ლაპორტა აქეთ მოეჭიმა მაგრამ სათავისოდ ჭკვიანი აღმოჩდა.
ეს რა მოუშორებელი ჭირი გახდა, რითი ვერ მოიცილეს თავიდან?! 😡🤬
თავის მომთრევს ჰგავს, ისიც ეგეთი კიბო იყო გუნდისთვის, ისიც გაჭირვებით მოვიცილეთ და ამასაც ეგრე ვახერხებთ.
ამ შემთხვევაში ჩავისკენ ვარ გასვლაზე ესპანიოლთან უნდა დააყენოს და აგერ ნახავთ რაც მოუვა გასვლები ათამაშოს ეგეთ ნაჯახ გუნდებთან ვნახავ რას გაუძლებს
სკამი და არაფრის კეთება გუნდისთვის ფუფუნებაა მაგ პრ@@ისთვის