“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა “ლინარესთან” ესპანეთის თასის მეთექვსმეტედფინალის ეგიდით გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
ხვალინდელ მატჩზე:
ეს რთული თამაშია. “ლინარესი” სახლში, გულშემატკივრების გვერდით თამაშობს. ეს პატარა გუნდია, თუმცა ისინი ძალიან მოტივირებულები იქნებიან.
დემბელეზე:
დემბელესთან დაკავშირებულ ახალ ამბებს მშვიდად ვუცდი. მე მეტის გაკეთება არ შემიძლია. მან ძალისხმევა უნდა გაიღოს და საკუთარ მომავალზე იფიქროს, რომელიც, ჩემი აზრით, “ბარსას” უკავშირდება.
კოუტინიოზე:
კოუტინიოსთან მის სათამაშო დროსთან დაკავშირებით არ მისაუბრია. ის გვეხმარება, როცა თამაშობს. ჩვენ ალვესის რეგისტრაციას ველოდებით და რაღაცები უნდა დავაბალანსოთ. ფილიპესთან მის სიტუაციაზე არ მისაუბრია.
ლაპორტას სიტყვებზე:
მე ლაპორტას გვერდით ვდგავარ და ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მე მომწონს მისი პოზიტივი და ამბიცია. ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ და ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლასთან ახლოს ვართ. თავდაუზუგავად ვშრომობთ, რომ “ბარსა” იქ დავაბრუნოთ, სადაც იმსახურებს.
რიკარდ პრუნაზე:
პრუნა, ორი კვირაა, ჩვენთან ერთად მუშაობს. ჩემთვის ის მსოფლიოში საუკეთესოა, ის ძალიან კარგი ადამიანი და პროფესიონალია. გუნდში მისი ყოლით ძალიან მოხარული ვარ.
დანი ალვესზე:
ის ვარჯიშებზე შესანიშნავად გამოიყურება. დანი ფლანგზე აქტიურობით ძალიან დაგვეხმარება. ის 38 წლისაა, მაგრამ ბევრ შეხვედრაში დაგვეხმარება. დანის ამბიცია არ დაუკარგავს.
ტერ შტეგენზე:
ტერ შტეგენი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. მას “მალიორკასთან” შესრულებული მოგერიება თავდაჯერებულობის მოპოვებაში დაეხმარება.
ლა ლიგის სატურნირო მდგომარეობაზე:
ჩვენ მეხუთე ადგილზე ვართ და პოზიციებს ნელ-ნელა ვუბრუნდებით. ფერან ტორესის შეძენამ გულშემატკივრები გაახარა. პრეზიდენტს უნდა მივყვეთ. იმის თქმა, რომ ჩვენ დავბრუნდით, დადებითი გზავნილია. ეს მენტალიტეტია. ჩვენ პოზიტიურები უნდა ვიყოთ.
დემბელეზე:
ველოდები, რომ დემბელე ძალისხმევას გაიღებს. ეს მისთვის საუკეთესო სპორტული პროექტია. ის სხვაგან ისეთი ბედნიერი ვერ იქნება, როგორიც “ბარსაშია”. ვნახოთ, რას გადაწყვეტს.
ნეტუზე:
ყველაფერს ხვალ გადავწყვეტთ. განაცხადი ჯერ არ დაგვისახელებია, რადგან ველოდებით, შევძლებთ თუ არა ალვესის დარეგისტრირებას. ნეტუს სიტუაცია განსხვავებულია და ის უნდა გავაანალიზოთ.
ანსუ ფატისა და მემფის დეპაიზე:
ანსუ და მემფისი ხვალ ვერ ითამაშებენ, თუმცა ისინი დაბრუნებასთან ძალიან ახლოს არიან. “გრანადასთან” თუ არა, მინდორს შემდეგ მატჩში დაუბრუნდებიან.
რიკი პუჩზე:
რიკი პუჩის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. მან “მალიორკასთან” შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. გუნდში დიდი კონკურენციაა. რიკიმ უკვე იცის, თუ რას ვთხოვ. ის წუთებს აუცილებლად მიიღებს, მას ვენდობი.
მორატაზე:
სჯობს, ჩვენს ფეხბურთელებსა და მათზე ვისაუბროთ, ვისი შეძენაც შეგვიძლია. მორატა და ჰოლანდი დიდებული მოთამაშეები არიან, თუმცა ჩვენ არ გვეკუთვნიან. თუ ალვარო “ბარსაში” გადმოვა, მასზე შემდეგ ვისაუბრებ.
იუსუფ დემირზე:
დემირი გუნდის ნაწილია. ჩვენ დავინახავთ, ის წავა თუ დარჩება. დემირის აგენტთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ. ამ მომენტისთვის, ის “ბარსას” ნაწილია და გუნდთან ერთად სწორედ ამიტომ ვარჯიშობს
კოუტინიოზე, დემბელეზე და დემირზე ისე ილაპარაკა წამსვლელები არიან ეგენი. დემბელე თუ გავყიდეთ ამ ზამთარში ზაფხულში ანტონიზე იჩალიჩონ ძაან მაგარი ბიჭია. იმედია მეტოქეს ბუნებრივი საფარი აქვს
რაღა დროს დემირია, მას ბოლო თამაშებიც კი გამოატოვებინეს, რო სავალდებულო კონტრაქტი არ შეგვტენოდა.
რა დებილურ კითხვებს უსვავენ, აგენტი კიარაა რომ გაასაჯარაოს ეგეთი ინფორმაციები