workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსა ბ: ზედიზედ მე-3 მოგება და ფიქრი ზედა დივიზიონში გადასვლაზე

ბარსა ბ: ზედიზედ მე-3 მოგება და ფიქრი ზედა დივიზიონში გადასვლაზე

“ბარსელონაში” აშკარად გამოიდარა. საუბარი არა ერთ რომელიმე გუნდზე, არამედ მთელ კლუბზე გვაქვს. მამაკაცებისა და ქალების პირველი გუნდები როგორ ფორმაში არიან, ჩვენი შეხსენება არ გჭირდებათ, ახლა კი მათ მხარი “ბარსა ბ-მ” აუბა.

სერჟი ბარჟუანის გუნდი ცოტა ხნის წინ ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 დივიზიონის გასავარდნ ზონაში იყო და მწვრთნელის გაშვების საკითხიც განიხილებოდა. თუმცა ახალგაზრდა კატალონიელებმა ზედიზედ 3 თამაში მოიგეს და ახლა ისინი არა დარჩენისთვის, არამედ აღზევებისთვის იბრძვიან. მართალია, ტურნირის დასრულებამდე 8 ტურით ადრე “ბარსა ბ” მე-10 ადგილზეა, მაგრამ ფლეი ოფში გამსვლელ მე-5 ადგილს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება და ამჟამინდელი ფორმის გათვალისწინებით სიტუაცია უიმედო ნამდვილად არაა.

როგორც ჩანს, აბდე ეზალზულისა და ფერან ჟუტგლას პირველი გუნდიდან დაბრუნებამ, ასევე ფაბიო ბლანკოს დამატებამ გუნდში სიტუაცია რადიკალურად შეცვალა.

დღევანდელ შეხვედრაში “ბარსა ბ-მ” “ლინარესი” სტუმრად ძალიან დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა. მეტოქე 21-ე წუთზე დაწინაურდა და 86-ე წუთამდე იგებდა. ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ანგარიში შეცვლაზე შესულმა პეკემ გაათანაბრა, 97-ე წუთზე კი ფერან ჟუტგლამ თერთმეტმეტრიანი გაიტანა. ჟუტგლას უკვე 12 გოლი დაუგროვდა და საუკეთესო ბომბარდირ არიბასს ის მხოლოდ 2 გოლით ჩამორჩება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 04 აპრ 2022, 13:50

    ეხ ეგ საცოდავები, რამდენი წამყვანი ფეხბურთელი დაკარგეს, პირველი გუნდისთვის კიდევ კარგად მიდიან.

  • shu1987
    schedule 03 აპრ 2022, 21:17

    მიდით რა ამდენი წელი ვერ დაწინაურდა ბ გუნდი ტოო, ისე ჩავის მოსვლა მაგათზეც აისახა..

  • serafime
    schedule 03 აპრ 2022, 16:35

    ასე გააგრძელეთ, ბარსას არშეეფერება წაგებები მხოლოდ მოგება♥