Mundo Deportivo-ს ცნობით, ფერან ტორესის “ბარსელონაში” ტრანსფერი ორშაბათს, 27 დეკემბერს გაოფიციალურდება, მისი პრეზენტაცია კი ერთი დღის შემდეგ შედგება.
როგორც მატეო მორეტო იტყობინება, 21 წლის შემტევი ესპანეთში გასამგზავრებლად ნებართვას ელოდება. იგი თავის თანაგუნდელებს უკვე დაემშვიდობა და ახალ კლუბში გადასასვლელად ემზადება.
როგორც ცნობილია, მხარეებს შორის თითქმის ყველაფერი შეთანხმებულია. ჩავი ერნანდესი ტორესთან მუდმივ კონტაქტს ინარჩუნებს.




არა, ვერ ასწრებენ.
ამის ზურგს უკან, რომ სასტავია ის დაგვიბრუნა ახლა და ტორესი იყოს ბურთის მომტანად.
ეს 2-ში ვერ ითამაშებს ნეტავ? დარეგისტრირებას ახერხებენ?
აუ უკან რა ფოტოა ხო არ ღადაობ…
კარგი საახალწლო საჩუქარია ხავისთვის და ფანებისთვის. ახლა 2-ში უმტიტი გააგდონ, იქნება ნაგვისგან გათავისუფლება დაგვებედოს.