workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი სევილიასთან მატჩის წინ: ხვალინდელი თამაში მორიგი ფინალია

ჩავი სევილიასთან მატჩის წინ: ხვალინდელი თამაში მორიგი ფინალია

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა “სევილიასთან” ხვალ სტუმრად გასამართი შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა.

“სევილია” ჩვენი პირდაპირი მეტოქეა. შესანიშნავი შესაძლებლობა გვაქვს იმისათვის, რომ ცხრილში ანდალუსიურ გუნდს მივუახლოვდეთ. ხშირად ვიხედებით საზღვრებს ფარგლებს გარეთ, მაგრამ ის, თუ როგორ მუშაობდა “სევილია” ბოლო წლებში მონჩისთან, ლოპეტეგისთან ერთად… ეს კლუბი სამაგალითოა.
“სევილია” შესანიშნავი გუნდია, მაგრამ 3 ქულის მოპოვება გვინდა. ჩვენთვის ხვალინდელი თამაში მორიგი ფინალია.
გავის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. თუ აუცილებელი იქნება, ამისთვის ფულს ერთად შევკრებთ, რადგან ის, ისევე, როგორც ნიკო, არაუხო, ეზალზული და ფატი კლუბის მომავალია.
ვიცი, რომ კლუბი გავისთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მუშაობს.
დესტს ფიზიკური პრობლემა აქვს. ის ფორმაში არაა. სერჟინიო თავს კარგად, კომფორტულად არ გრძნობს.
კაზემიროს გუშინდელი ჯარიმა? ეს ჩემი განსასჯელი არაა. უკვე 3-ჯერ თუ 4-ჯერ ვთქვი, რომ მსაჯებზე არ ვისაუბრებ, რადგან მათ ძალიან, ძალიან რთული მოვალეობა აკისრიათ.
ჩვენთვის ტერ შტეგენი ფუნდამენტური მოთამაშეა. მისი დამოკიდებულება, ერთგულება და პროფესიონალიზმი არაჩვეულებრივია.
ტერ შტეგენთან დაკავშირებით საუბრები არ არსებობს, რადგან ის კვლავ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. მან იცის, რომ გარკვეულ ასპექტებში უნდა მოუმატოს, მაგრამ ის ფეხით ისევ შესანიშნავად თამაშობს.
“სევილია” ლა ლიგისთვის საბრძოლველად მზადაა. გასულ სეზონში ანდალუსიელები ჩემპიონობასთან ახლოს იყვნენ. თუ ისინი ხვალ დაგვამარცხებენ, ლიდერთან მათ მხოლოდ 3-ქულიანი ჩამორჩენა ექნებათ… “სევილია” ყოველმხრივ სამაგალითოა.
“ბარსა ბ-ში” ახალგაზრდებთან მიმართებით სერჟი ბარჟუანის მუშაობით ძალიან კმაყოფილები ვართ. ყველა, ვინც პირველ გუნდში გადმოდის, სათამაშოდ მზადაა. ბოლო მაგალითი ჟუტგლაა, რომელიც პირველივე წუთებიდანვე აჩვენებს, რომ თამაშში ბოლომდე ჩართულია.
ტერ შტეგენს, როგორც მეკარეს, საუკეთესო სათამაშო თვისებები აქვს. მის დონეზე მხოლოდ ნოიერია.
“ვილიარეალის” წინააღმდეგ ტერ შტეგენის მუშაობისა და დეპაის შესანიშნავი მოძრაობის წყალობით მოვიგეთ. გერმანელი მეკარით კმაყოფილი ვარ.
ნიკო მრავალმხრივი მოთამაშია. მას ნახევარდაცვაში სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეუძლია.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 21 დეკ 2021, 18:06
    #9

    ციტატა: Albicelecte
    ლოპოტეგიმ: ბარსელონას ბოლო წლების საუკეთესო ვერსიას ვეთამაშებითო?!??!?!?
    რაო, თუ ასეთ ბარსას ვერ მოუგებს, თავი რომ დაიზღვიოს?!
    მაინც კარგია, რომ რაღაც შიში ისევ აქვთ, არა?! barca-6


    ბარსელონას შიში ყველას აქვს, როგორც დიდი ლომის, მაგრამ საუბედუროდ ამ ლომს კბილები აქვს დაცვენილი.

  • levanoza
    schedule 20 დეკ 2021, 22:10
    #8

    „ლოგოპედი“ ხვალ დადუმდება, იხტუნავებს შემოსაზღვრულ ზონაში და ჩვეულებისამებრ ხელების შლას დაიწყებს!

  • EL MAESTRO 6
    schedule 20 დეკ 2021, 21:11
    #7

    ციტატა: Albicelecte
    ლოპოტეგიმ: ბარსელონას ბოლო წლების საუკეთესო ვერსიას ვეთამაშებითო?!??!?!?
    რაო, თუ ასეთ ბარსას ვერ მოუგებს, თავი რომ დაიზღვიოს?!
    მაინც კარგია, რომ რაღაც შიში ისევ აქვთ, არა?! barca-6


    ბარსას ისეთი კვალი აქვთ მათზე დანატოვები რომ შეუძლებელია არ შეეშინდეთ, და რომ ნახეს რომ ის ჩავი მწვრთნელად რომელიც ბურთს არ ანახებდათ, და რომ თანდათან ძველებური სტილი ბრუნდება გუნდში, ეს გუნდი ბევრად ჯობია სეტიენის და კუმანის გუნდს, თამაშის მხრივ ვალვერდეს გუნდსაც, მაგრამ ეგეთ შედეგს ახლა ვერ ვდებთ

  • Albicelecte
    schedule 20 დეკ 2021, 21:03
    #6

    ლოპოტეგიმ: ბარსელონას ბოლო წლების საუკეთესო ვერსიას ვეთამაშებითო?!??!?!?
    რაო, თუ ასეთ ბარსას ვერ მოუგებს, თავი რომ დაიზღვიოს?!
    მაინც კარგია, რომ რაღაც შიში ისევ აქვთ, არა?! barca-6

  • Moriba
    schedule 20 დეკ 2021, 20:51
    #5

    თუ სამი მცველით აპირებს თამაშს არაუხო უმტიტი პიკე ჯობია რაც შეეხება შტეგენს ხო ამდენიხანია ხო დასლევებულია და ვერაფერს შვება მაგრან დედის თავ პირი უნდა გაიხიოს და უნდა მოგვაგებიოს სევილიასთან კურტუას ან დე ხეას მაინც შეხედოს ყველა დაცინოდა 1 2 წლის წინ და ეხა როგორ ფორმაში არიან ყველამ იცის მე პირადად ნეტუს დავაყენებდი

  • El pistolero 9
    schedule 20 დეკ 2021, 20:49
    #4

    ანუ აბდე მოსწონს ჩავის ისეთების გვერდით მოიხსენია რომ აშკარად აღფრთოვანებულია მაგ ბიჭით. დესტი დაგბტოვებს სავარაუდოდ. დეიონგზეც ეკითხათ რამე

  • EL MAESTRO 6
    schedule 20 დეკ 2021, 20:38
    #3

    ეგ თუ მოვიგეთ და ატლეტიკომ თუ წააგო ოთხეულში შევალთ წესით, მაგრამ მთავარია მოვიგოთ , ახალგაზრდათა ჩამონათვალში პედრი დამაკლდა და ალბათ ეგეც მალე შეუერთდება, შტეგენს რაც შეეგება თუ არ მოუმატა მაშინ ზაფხულში უნდა გაუშვან

  • Andria
    schedule 20 დეკ 2021, 20:02
    #2

    ვა ვა მაგრად მოხიბლა აბდემ ჩავიც კი და სრულიად ლოგიკურად, დარტყმაზე აქვს სამუშაო და უმაღლესი დონის ბიჭია 😃

  • BEQA BARCA
    schedule 20 დეკ 2021, 19:57
    #1

    "თუ აუცილებელი იქნება, ამისთვის ფულს ერთად შევკრებთ, რადგან ის, ისევე, როგორც ნიკო, არაუხო, ეზალზული და ფატი კლუბის მომავალია."
    გარსია ამოაგდო და კაია. არ მომწონს ეგ ბიჭი და რა ვქნა..