“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ დანი ალვესის პრეზენტაციის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
ალვესი ისტორიაში ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია. მან მითხრა, რომ “ბარსას” დახმარება კიდევ ერთხელ უნდოდა.
ჩავის დანის შესახებ ვესაუბრე და მან მითხრა, რომ ის სწორედ ისეთი ფეხბურთელია, რომელიც ახლა სჭირდებოდა.
მესისა და ინიესტას დაბრუნება? ამას არ გამოვრიცხავ. ეს მოხდა დანის შემთხვევაში, რომელმაც თქვა, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია და, ამასთან, დიდი ფინანსური ძალისხმევა გაიღო.
მომავლის პროგნოზირება არ შემიძლია. ლეოც და ანდრესიც მოქმედი ფეხბურთელები არიან და საკუთარ კლუბებთან კონტრაქტები აქვთ, რასაც პატივი უნდა ვცეთ. მაგრამ ცხოვრებაში არასდროს იცი, რა მოხდება.
ხელფასების შემცირება? თითოეული შემთხვევა განსხვავებულია. ფეხბურთელებთან მოლაპარალებებს ვაგრძელებთ. ვიმედოვნებ, მათთან შეთანხმებას მალე მივაღწევთ; ამაზე ვმუშაობთ.




მესი, ინიესტა, დანი, ჩავი, ეს ის ხალხია, სადაც შეიძლება თქვა: ბარსელონა, სად გყავს შვილი დასაკარგავი.
ეს სხვა თემაა, მესის და იმის დაბრუნებაში გუნდში თამაშს არ გულისხმობს, მესის ტექნიკურ დირექტორად უნდა დაბრუნება, ინი ალბათ ხავის გუნდში, ლიცენზიაზე ვფიქრობო.. ეს სამი გენიოსი როგორ გუნდს გამოძერწავს თქმაც აღარაა საჭირო.. მოვიდნენ ნეტა, მალე მოვიდნენ..
"ჩავის დანის შესახებ ვესაუბრე და მან მითხრა, რომ ის სწორედ ისეთი ფეხბურთელია, რომელიც ახლა სჭირდებოდა".
დავიჯერო მესიზე რო ეკითხა უარს ეტყოდა ჩავი.
რონალდინიოც არ იტყვის უარს დდGiorgiM86,
ფეხბურთელებს თუ უყვართ კლუბი ამდენი მოლაპარაკებები საჭირო არ უნდა იყოს. პირდაპირ უნდა გვარდებოდეს ასეთი რაღაცეები.
რივალდოც მზადაა უფასოდ ითამაშოს 🙂 ხოდა დააბრუნეთ. რომარიომაც გამოთქვა სურვილი დაბრუნების 🙂