workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან ლაპორტა რონალდ კუმანის დარჩენის გადაწყვეტილებას აფასებს

ჟოან ლაპორტა რონალდ კუმანის დარჩენის გადაწყვეტილებას აფასებს

“ბარსელონას” პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რონალდ კუმანის შენარჩუნების გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს.

ყველა კატალონიელი, მათ შორის კუმანიც, შედეგებით იმედგაცრუებულია. ასეთ დროს, პრეზიდენტი ვალდებულია, შეაფასოს ყველა გარემოება და მიიღოს საუკეთესო გადაწყვეტილება. ჩემი ნდობით აღჭურვილ ადამიანებთან საუბრის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ისევე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც რაიკარდის შემთხვევაში მოვიქეცი. იგი ნდობას იმსახურებს.

პირველ რიგში, ის კულეა, რომელსაც “ბარსა” უყვარს და ამას მას საუბრის დროსაც შეატყობთ. ამასთან, ის “ბარსელონას” ლეგენდაა. კუმანი მაშინ მოვიდა, როდესაც კლუბში რთული სპორტული და ეკონომიკური მდგომარეობა იყო. როდესაც ვკითხე, აქვს თუ არა ამ გუნდის რწმენა, მან მიპასუხა, რომ, რა თქმა უნდა, აქვს, მაგრამ ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნება სჭირდება.

ლაპორტასა და კუმანს “ბარსასთვის” აუცილებელ სათამაშო სტილთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები აქვთ, რაზეც პრეზიდენტი ამბობს:

როდესაც კუმანმა ყველაფერი ამიხსნა, ჩემთვის გასაგები გახდა. თამაშის სტილზე ყველას ჩვენი წარმოდგენა გვაქვს, მაგრამ პროფესიონალებთან ვერ ვიკამათებ, მათ პატივს ვცემ. იგივე მოხდა რაიკარდთან და პეპთან. ხანდახან, მათ ჩემს მოსაზრებებს ვაცნობდი და ამის შესახებ ვმსჯელობდით. 

პირველ რიგში, კუმანს სურს გამარჯვებების მოპოვება და წარმატება. ვფიქრობ, რომ მისთვის ამ შანსის არმიცემა სამართლიანი გადაწყვეტილება არ იქნებოდა.

ასევე, მან თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ “ბარსას” ნიდერლანდელის გაშვების გადაწყვეტილება არ მიუღია, კლუბი სხვა მწვრთნელების შესახებ ინფორმაციას მაინც აგროვებს.

ჩვენი მწვრთნელი რონალდ კუმანია. მისი აქ ყოფნით მოხარულები ვართ, ახლა კი ამ არასასურველი სიტუაციის გამოსწორებაზე ვმუშაობთ. ჩვენი სპორტული დეპარტამენტი სხვა მწვრთნელებსა და ფეხბურთელებზე ყოველდღიურად მუშაობს და ეს ნორმალური მოვლენაა. ჩვენ ვიცნობთ ყველა იმ მწვრთნელსა და ფეხბურთელს, რომლებიც “ბარსას” ორბიტაზე იმყოფებიან, თუმცა ჩვენი მწვრთნელი კუმანია და მისი წასვლის გადაწყვეტილება არასდროს მიმიღია, ვფიქრობ, რომ ნდობას იმსახურებს. 

– ამბობს იგი RAC1-თან ინტერვიუში.

ასევე, ამავე ინტერვიუში მან განაცხადა, რომ კუმანის დარჩენაში დიდი წვლილი ჟორდი კრუიფს მიუძღვის. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (13)

  • akaki
    schedule 08 ოქტ 2021, 20:04

    გადააფსით ერთმანეთს.კუმანო და ლაპორტო.კუმანით ფულს შოულობ.ტოტალიზატორს აყომარებ კუმანს და მიტომ გინდა ….ფული რომ ამოქაჩო.შე ახვარო.ყველას იმედები გაუცრუე ლაპორტავ

  • Bojan Krkic
    schedule 08 ოქტ 2021, 20:02

    შარშან ატლეტიკოსთან დააყენა პირველად 3-5-2 , მოვიგეთ ეგ თამაში, კარგადაც ვითამაშეთ და მაშინ გამობრწყინდით, ამ ტაქტიკაზე უნდა გადავეწყოთო, დეენემი უნდა შევიცვალოთ დამთავრდა ტიკიტაკის დროა, აქამდე მოგვიყვანა ამ ყველაფერმა, გუნდმა თავის ბუნებას არ უნდა გადაიხვიოს, ამ გუნდში უკვე წლებია მეკარეებსაც კი ასწავლიან ახალგაზრდულ გუნდებში, რომ ბურთი უახლოეს თანაგუნდელს უნდა მიაწოდოს და არ უნდა მოიგერიოს უაზროდ.

  • Fc Barca Batumi
    schedule 08 ოქტ 2021, 19:54

    ესეც ვიცოდი, რომ დაიტოვებდა, ლაპოს ეს მორიგი გათვლაა!
    ახალი ტრენერი ამ სეზონში ნაჩქარევიცაა და შეიძლება უარესიც მოხდეს!
    ეს სეზონი, როგორმე უნდა გავათრიოთ!

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 08 ოქტ 2021, 18:16

    ვერ ვიგებ რატომ ჯიუტობს ეს კაცი ასე რაღა კიდევ ერთი შანსი გაუგებარია რისთვის და რა დამსახურებით ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო ბარსელონამ ამის ხელში თუ ლა ლიგის დატოვოს დატოვოს და შედეგსაც დაინახავს მისი დატოვებისას, მაგრამ მაგასაც თუ მოესწრო და ერთად არ გაუყვნენ ეს და კუმანიტო გზას როგორც განუყრელები ერთმანეთისგან.

  • Davita
    schedule 08 ოქტ 2021, 17:07

    ახლა მესის ინტერვიუს ველოდები, იმედია კიდევ უფრო ნათელს მოფენს ლაპორტას არაკოცობას, პერესის მლოკავი კაცი

  • Iniesta_8
    schedule 08 ოქტ 2021, 16:47

    ამ გუნდს არაფერი ეშველება. ყველანაირ იმედს კლავენ. როცა ფიქრობ რომ უარესი აღარაფერი შეიძლება მოხდეს მეორე დღეს მაინც უარესი ხდება.

  • nika 54
    schedule 08 ოქტ 2021, 16:46

    ყვება გრძელ ზღაპარს და თან კალენდარს უყურებს, როდის გასდის ვადა კუმანის კონტრაქტს რო უფასოდ გაუშვას.

  • alen halilovic
    schedule 08 ოქტ 2021, 16:38

    ლაპორტა თუ დამაშორებდა ბარსასგან არ მეგონა… არ ვიცი რას ვიზამ, კაი პირი არ უჩანს

  • me da barca
    schedule 08 ოქტ 2021, 15:56

    მეგონა უფასოდ ითამაშებდაო, რადგან ადრე მის ოჯახს დავეხმარეო. ესეც კი წამოაყვედრა ამ არაკაცმა. ეს ვინ ყოფილა ეს გნიდა. ან როგორ ტყუილებს ამბობს, პატარა ბავშვიც, რომ არ დაიჯერებს და არც კი წითლდება, ისე აქვს გამჯდარი სულში.

  • Davita
    schedule 08 ოქტ 2021, 15:02

    ასეთი ჩათლახობა ბართომეუსაც არ უკადრებია რაც ამ ნაბიჩვარმა გააკეთა, მესის უნდა ეთამაშა თურმე უფასოდ და ამდროს ლაზარეთში მგორავმა ღლემბელემ უმტიტიმ კოუტინიომ მილიონები იჯიბონ? ამას არცერთი თავმოყვარე კაცი არ დათანხმდება, კაცმა ბარსა მწვერვალზე აიყვანა, ბოლო დროს მარტო დაათრევდა და თურმე ახლა უნდა ეყურებინა როგორ გააკეთებდნენ მილიონებს უმაქნისი პარაზიტები. შენი ოჯახი მოვიკითხეთ ლაპორტ შე არაკაცო მატყუარა, ხო ცალკე კუმანი დატოვებისთვისაც მოგიკითხავთ დედიკოს.. პერესის ლაქია და დრაკის მლოკავი კაცი

  • Giorga
    schedule 08 ოქტ 2021, 14:46

    Male kumani tavisit moxevs didi albatibit

  • Norman Bates
    schedule 08 ოქტ 2021, 14:04

    კრუიფი მოკვდა და ესაც ბართომეუ გახდა

  • frenkie dejong21
    schedule 08 ოქტ 2021, 14:03

    მართლა ვერ ვხვდები ამ კაცს რა ბართოუმე ეტაკა