workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერხიო აგუერო გუნდს აგვისტოს დასაწყისში შეუერთდება

სერხიო აგუერო გუნდს აგვისტოს დასაწყისში შეუერთდება

“ბარსელონას” ახალწვეული სერხიო აგუერო ვარჯიშს აგვისტოს დასაწყისიდან შეუდგება.

აგუერო ამჟამად შვებულებაში იმყოფება. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, არგენტინელი ვარსკვლავი კატალონიურ გუნდს აგვისტოს პირველ კვირაში შეუერთდება.

წყაროს ცნობით, რონალდ კუმანი დარწმუნებულია, რომ აგუეროს წყალობით ეფექტურობა გაიზრდება, რაც გუნდს გასულ სეზონში ძალიან აკლდა.

MD ვარაუდობს, რომ 2021/22 წლების სეზონის დასაწყისში შემტევი ტრიო მესი-აგუერო-დეპაი იქნება. ამის მიზეზი ისაა, რომ ანსუ ფატი პირველ ოფიციალურ მატჩში არ იქნება, უსმან დემბელე ტრავმირებულია, ხოლო მარტინ ბრეითეიტისა და ანტუან გრიზმანის მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 18 ივლ 2021, 09:30

    რა თქმა უნდა ეფექტურობა გაიზრდება, რაც გრიზმან-დემბელე-ბრეითვეიტს მესიმ მომენტები შეუქმნა და გაანიავეს დარწმუნებული ვარ აგუერო მინიმუმ ორჯერ მეტს გაიტანდა. აპლ-ის საუკეთესო ბომბარდირია.

  • La Pulga10
    schedule 17 ივლ 2021, 21:21

    ზნაჩიტ დაარეგისტრირა?