workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონელები ნაკრებში – 2 გოლი და 2 ქულა

ბარსელონელები ნაკრებში – 2 გოლი და 2 ქულა

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დაიწყო. დაიწყო ის “ბარსელონას” ფეხბურთელებისთვის არცთუ წარმატებით.

ნიდერლანდები

შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში ერთმანეთს თურქეთი და ფრენკი დე იონგის ნიდერლანდები დაუპირისპირდნენ. მე-2 ტაიმის დასაწყისში მასპინძლები უკვე 3-0 იგებდნენ. 75-ე და 76-ე წუთებზე ნიდერლანდელებმა 2 ბურთი კი გაქვითეს, მაგრამ საბოლოოდ 2-4 დამარცხდნენ.

ფრენკი დე იონგმა სრულად ითამაშა. მოედანზე ასევე 90 წუთი გაატარეს “ბარსელონას” სამიზნეებმა, მემფის დეპაიმ და ვეინალდუმმა. პირველმა მათგანმა საგოლე გადაცემა გააკეთა, 94-ე წუთზე კი თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

ბოსნია

ფინეთთან სტუმრად ქულა აიღო მირალემ პიანიჩის ბოსნიამ. ანგარიში სწორედ “ბარსას” ნახევარმცველმა გახსნა. 30 წლის ფეხბურთელს თერთმეტმეტრიანი მეკარემ აუღო, მაგრამ მირალემმა დამატებაზე ივარგა.

პიანიჩმა შეხვედრა სრულად ჩაატარა.

საფრანგეთი

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ქულები უკრაინასთან გამართულ საშინაო შეხვედრაში დაკარგა. მე-19 წუთზე მასპინძლები ანტუან გრიზმანმა ძალიან ლამაზი გოლით დააწინაურა, მაგრამ 57-ე წუთზე კიმპემბემ ავტოგოლი გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

გრიზმანმა 90 წუთი ითამაშა, უსმან დემბელე მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო კლემან ლანგლე სათადარიგო იყო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (16)

  • Bakero
    schedule 25 მარ 2021, 18:33

    დეპაი არ დავინახო აქ მოთრეული

  • Always cule
    schedule 25 მარ 2021, 16:55

    აი რამხელა ძალა ქონდა კუმანს ნაკრებში, წამოვიდა და აჰაა

  • nika 54
    schedule 25 მარ 2021, 16:48

    ჩვენმა ქართველმა კომენტატორმა კომენტატორმა ისიც აღნიშნაც გამორბენაც პიჟონური იყო და გამოხედვაცო.

  • me da barca
    schedule 25 მარ 2021, 13:56

    ციტატა: ჰომო ფაბერი

    ციტატა: me da barca
    დე იონგმა გაიტანა


    ფრენკიმ კი არა,ლუკ დე იონგმა შეაგდო,სევილიას თავდამსხმელმა 🙂


    არ მიყურებია, დე იონგი, რომ ვნახე ფრენკი მეგონა

    ციტატა: Always cule
    me da barca,
    ლუკ დე იონგმა გაიტანა, ფრენკიმ არა


    ხო ვნახე, თავიდან ფრენკი მეგონა. ცუდია 2 დე იონგი რომაა

  • ბასქუ10
    schedule 25 მარ 2021, 12:43

    ციტატა: Messiah
    ფრენკი საშინელება იყო :დ

    დეპაი კიდე არ მოათრიოთ ;დდდდ მაგას უფასოდაც ვეღარ გავუშვებთ მერე სადმე


    ფრენკი კიარა ყველა საშინელება იყო, ასეთი ცუდი ფეხბურთი ჰოლანდიელების შესრულებით კარგად მეტყველებს თუ რა დონეზეა დაცემული ნაკრები, კუმანი შედეგს დებდა თუმცა რაც ჰოლანდიას შეეფერება იმას არ თამაშობდა ეს მწვრთნელი კი ვერც შედეგს დადებს და ვერც ვერაფერს ვერ გააკეთებს

  • Messiah
    schedule 25 მარ 2021, 12:09

    ფრენკი საშინელება იყო :დ

    დეპაი კიდე არ მოათრიოთ ;დდდდ მაგას უფასოდაც ვეღარ გავუშვებთ მერე სადმე

  • El pistolero 9
    schedule 25 მარ 2021, 11:36

    ბასქუ10,
    თავიდანვე ძაან ცუდი შემადგენლობა გამოიყვანა.ან ეს ტიმ კრული სად ნახა.ბოლოს ნორვიჩში მახსოვს მე მაგის თამაში და ნორვიჩი გავარდნილია.სტეკელენბურგი რომ დაეყენებინა შეიძლება ჯარიმა ვეღარ გაეტანათ თურქებს.მეკარეკ ყლაპა მეოთხე სადაც იდგა იმ კუთხეში გაუშვა

  • Sergio5
    schedule 25 მარ 2021, 10:58

    აი კიმპემბეს რო არჩევ ჩვენს ლენგლეს ეგრე მოგივა smirk

  • Diana
    schedule 25 მარ 2021, 10:40

    ნიდერლანდელებს მწვრთნელი არ უვარგათ , ესენი დიდად არ მაინტერესებს იქნება საქართველოს ნაკრებმა შეძლოს სასწაული ❤🤞🏼

  • Alien messi
    schedule 25 მარ 2021, 10:39

    პიჟონი დეპაი😂😂

  • ბასქუ10
    schedule 25 მარ 2021, 09:42

    ის გოლი რო ჩათვლილიყო პირველი ტაიმის ბოლოს მერე სულ სხვა თამაში წავიდოდა მაგრამ ჰოლანდიამ მაინც ძალიან ცუდად ითამაშა, მე პირადად ამ მარცხს მწვრთნელს დავაბრალებდი

  • Always cule
    schedule 25 მარ 2021, 08:43

    me da barca,
    ლუკ დე იონგმა გაიტანა, ფრენკიმ არა

  • Francisco Trincão 17
    schedule 25 მარ 2021, 08:40

    me da barca,
    luk de jong მა გაიტანა და არა ჩვენმა ფრენკმა

  • Always cule
    schedule 25 მარ 2021, 08:32

    დაეტყო ჰოლანდიას კუმანის არ
    ყოფნა

    ციტატა: ousmane dembele 11
    ვინც აიღეთ ბილეთი,ტელეფონზე რა კოდი უნდა მოგივიდეთ ხოარიცით?

    საშვი უნდა მოვიდეს წესით თამაშის დღეს

  • ousmane dembele 11
    schedule 25 მარ 2021, 08:03

    ვინც აიღეთ ბილეთი,ტელეფონზე რა კოდი უნდა მოგივიდეთ ხოარიცით?

  • me da barca
    schedule 25 მარ 2021, 01:59

    ბარსას ფეხბურთელებმა კი გაიტანეს, მაგრამ შედეგი დიდი ვერაფერი. დე იონგმა გაიტანა, პიანიჩმა და გრიზმანმა