workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიონელ მესი – ლა ლიგის ბომბარდირთა დავის სათავეში

ლიონელ მესი – ლა ლიგის ბომბარდირთა დავის სათავეში

ლა ლიგის 26-ე ტურის ცენტრალურ მატჩში, “ბარსელონამ” სტუმრად “სევილია” დაამარცხა (2-0). შეხვედრის მიწურულს ანდალუსიელთა კარი “ბლაუგრანას” 33 წლის კაპიტანმა, ლიონელ მესიმ აიღო და ბომბარდირთა დავაში ლუის სუარესს კიდევ უფრო გაასწრო. 

ამჟამად მესი ბომბარდირთა დავას 19 გოლით ლიდერობს, მეორე ადგილზე 18 გოლით “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ექს-მოთამაშე და “ატლეტიკოს” ლიდერი, ლუის სუარესი იმყოფება. 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მესიმ 2021 წელს ჩატარებულ 14 შეხვედრაში (14 გოლი, 4 საგოლე პასი) მხოლოდ 2 შემთხვევაში ვერ მოახერხა ვერც გოლის გატანა და ვერც საგოლე პასის განხორციელება – “ბილბაო” (სუპერ თასი), “სევილია” (ესპანეთის თასი). 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 28 თებ 2021, 09:39

    " მეორე ადგილზე 18 გოლით "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ექს-მოთამაშე და "ატლეტიკოს" ლიდერი, ლუის სუარესი იმყოფება"
    ატლეტიკომ როდის ითამაშა, და სად მოასწრო სუარესმა ორი გოლის გატანა.

  • M10 S9 D11
    schedule 28 თებ 2021, 03:41

    პიჩიჩი დაიდოს

  • me da barca
    schedule 28 თებ 2021, 01:47

    გაასწორეთ, 16 აქვს სუარესს.

  • Albicelecte
    schedule 28 თებ 2021, 01:14

    El pistolero 9,
    წელს ალბათ ბუცს ლევანდოვსკი მოიგებს
    ბავარია ძალიან მაგარ ფორმაშია, ფლანგებიც უმუშაობს და შუა ხაზიც
    გამქცევი და მოძრავი ფეხბურთელიც ბევრი ყავს, თან ყველანი ოპტიმალურ ასაკშია
    და კიდევ, ბავარიას ბუნდესლიგაზე კონკურენტიც არ ყავს, აშკარად დიდი სხვაობაა კლასში და რესურსში

  • kortoxa23
    schedule 28 თებ 2021, 00:53

    2-ით უსწრებდა ახლა 3-ით უსწრებს

  • El pistolero 9
    schedule 28 თებ 2021, 00:52

    შუაზე უნდა გაიხეს თუ უნდა რო ლევანდოვსკის გაასწროს.23 თამაშში 28 გოლი აქ იმ შობელძაღლს.მესის 25 თამაშში 19.ცალკე ის რო მესის რამდენიმე ჰეტ ტრიკი სჭირდება და გოლი ყველა მატჩში უნდა გაიტანოს თან არაერთი და ლევანდოვსკიც უნდა გაჩერდეს რაც წარმოუდგენელია.ამიტომ ალბათ ლევანა მოიგებს

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 28 თებ 2021, 00:50

    როგორ მინდა რომ დარჩეს ბარსელონაში და აქ დაასრულოს კარიერა.იმედია ასეც იქნება ლაპორტას მოსვლის მერე დარჩენის გადაწყვეტილებას მიიღებს.

  • Bobi
    schedule 28 თებ 2021, 00:37

    მაგარ ტალღაზეა და ასე უნდა განაგრძოს, სანამ ლაპორტა მოვა და ამოქმედდება მასზე იქნება ძალიან ბევრი დამოკიდებული