workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეონარდომ მესის დამატებაზე კომენტარი გააკეთა

ლეონარდომ მესის დამატებაზე კომენტარი გააკეთა

პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ, ლიონელ მესის შესაძლო დამატებაზე კომენტარი გააკეთა:

“მესის მსგავსი დიდებული ფეხბურთელები პსჟ-სთვის სასურველ ფეხბურთელთა რიგებში ყოველთვის არიან. თუმცა, ახლა ამაზე საუბრისა და ოცნების დრო ნამდვილად არაა. ამ კონკრეტულ ვარიანტზე სასაუბროდ ჩვენ ყველა მნიშვნელოვან პირთან დიალოგისთვის მზად ვართ მოლაპარაკებათა მაგიდას მივუსხდეთ.”

ბრაზილიელის სიტყვებს France Football ციტირებს.

ლეოს მხრიდან “ბარსას” დატოვებაზე ჭორებმა აქტუალურობა მისი ბოლო ინტერვიუს შემდეგ დაკარგა. არგენტინელი გადაწყვეტილებას კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ თავად მიიღებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • me da barca
    schedule 19 იან 2021, 15:10

    ტიტული წავაგეთ და ჩაირთო დეზინფორმაციის მანქანა. მესიმ გარკვევით თქვა, დაველოდები არჩევნებს და მერე გადავწყვეტ რა გავაკეთოო. იმაზეა დამოკიდებული ვინ მოვა და რა პროექტს შესთავაზებენ.

  • Peregrine Falcon
    schedule 18 იან 2021, 23:49

    პსჟ რაატოო არაა რაა.. ნეიმარი დი მარია და მბაპე მაგათთან ერთად მესი .. ცუდი იქნებაა ..???

  • ბასქუ10
    schedule 18 იან 2021, 23:17

    თუ მესი წავა სიტიში გადავა დიდი ალბათობით, საფრანგეთში რა ჯანდაბა უნდა რომელი ნორმალური ჩემპიონატი ეგაა, პრემიერ ლიგაში კი მესი მაგარი იქნება, როგორი გახსნილი და შემტევი ჩემპიონატია ვიცით და თან გვარდიოლასთან მესი ძალიან მაგარ დონეს დაიბრუნებს, გვერდით კი დე ბრუინი ეყოლება და აქ წავა ასისტებში კონკურენცია

  • nika 54
    schedule 18 იან 2021, 20:29

    ციტატა: C.PC5
    ბევრი მიზეზის გამო არ წავა მესი პსჟ-ში და მირჩა. სიტი ამ წუთას ალბათ ისევ ყველაზე რეალური ვარიანტია გვარდიოლას გამო.


    არც სიტი და არც პსჟ ვარკვლავებს ლიგაზე არ მოკრეფენ, სამაგიეროდ პსჟ-ში ტიტულების მოგების შანსი მეტია თუნდაც ეროვნულის. ამიტომ სწორედ მანდ უნდა წავიდეს ლეო რომ ნეიმართან ერთად კიდევ ბევრი ტიტული მოაგროვონ ერქვას საფრანგეთის ჩემპიონატი ან თასი რა პრობლემაა, მთავარია რონალდუ არ დაეწიოს ტიტულებით და არ გაუხდეს სალაპარაკო, რომ ლეოზე წინ არის. ბარსაც ლეოს გარეშე საბოლოოდ გადაერთვება ახალგაზრდობაზე, თორემ ეხლა ყველა იმას ფიქრობს ბურთი მოიცილოს და როგორმე ლეოს შეტენოს. დროა უკვე დამოუკიდებლობას მიეჩვიონ ახალგაზრდები, მაგათი ხნის ლეო უკვე ოქროს ბურთის ნომინანტი ხდებოდა. ყველა მხრივ უკეთესია, მესის ხელფასის ხარჯზე 5-6 კაცს დაიმატებენ და საუკეთესოებს დაიტოვებენ, დემბელეებს და მათ მსგავსებს კი გაუშვებენ, რომ ბარსამ ძველი დიდება აღიდგინოს. კრუიფის ფილოსოფიას დებილები არ უხდება, საჭიროა ახალი ბუსკეტსები, ჩავინესტები, პუიოლები და უკვე ჩანს კიდეც მომავალი პედრის, პუჩის, არაუხოს თუ ფატის სახით. მორჩა ძველი ბარსა გადაბერდა, ახალგაზრდებმა უნდა აიღონ ხელში ინიციატივა. მესის ნურაფერს ნუღარ მოსთხოვთ მასთან ერთად და მისი დახმარებით ამ 15 წელიწადში ბარსამ იმდენი ტიტული მოიგო, რომ ორ-სამ თაობას ეყოფა. ლეოს მადლობა და ღირსეული გაცილება თუნდაც იმიტომ რომ დაიღალა და ჰაერის გამოცვლა არ აწყენდა. ბოლო-ბოლო მართლა რობოტი ხომ არ არის. დაბერდა კაცი.

  • ana anukii
    schedule 18 იან 2021, 20:04

    პსჟს რავთქვა მარა მესის სიტიში გადასვლა მაგრად გამიხარდება. დროა წავიდეს თორე ამ ლუზერმა გუნდმა მესიც ლუზერად აქცია … კიდევ შეუძლია კარგ კლუბში ბევრი ტიტულის და ბომბარდირობისთვის ბრძოლა!

  • C.PC5
    schedule 18 იან 2021, 19:50

    ბევრი მიზეზის გამო არ წავა მესი პსჟ-ში და მირჩა. სიტი ამ წუთას ალბათ ისევ ყველაზე რეალური ვარიანტია გვარდიოლას გამო.

  • M10 S9 D11
    schedule 18 იან 2021, 18:27

    მაგ სოფლის ლიგაში მესი არ წავა არასდროს

  • Always cule
    schedule 18 იან 2021, 18:07

    მესი თუ წავა სადმე იმედია ეს გუნდი პსჟ არ იქნება

  • BEQA BARCA
    schedule 18 იან 2021, 17:59

    მესი მაქ არ წავა არასოდეს იმედი მაქ🤣