workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის ფინალში თამაში სურს

მესის ფინალში თამაში სურს

ესპანეთის სუპერ თასის ფინალში ლიონელ მესის თამაში ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

“ბილბაოსთან” თამაში ხვალ გაიმართება, ლეო კი გუნდთან ერთად ჯერ კიდევ ვერ ვარჯიშობს. “ბარსელონა” სევილიაში დღეს გაფრინდება და მესიც გუნდთან ერთად იქნება.

Sport-ის ცნობით, თავად მესის სურს, რომ ხვალ მოედანზე გამოვიდეს, თუმცა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ იგრძნობს ის თავს ხვალ, თამაშამდე.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • me da barca
    schedule 17 იან 2021, 03:32
    #11

    თან მინდა, რომ ითამაშოა, თან არ მინდა გარისკოს და უარესი არ მივიღოთ.

  • ბასქუ10
    schedule 16 იან 2021, 22:11
    #10

    მესიზე გარისკვა არ ღირს ისედაც ამ კაცზე ვართ დამოკიდებული და რამე რო გაურთულდეს სულ დავიღუპებით, იმედია 100% მზად იქნება და დაგვეხმარება

  • Bakero
    schedule 16 იან 2021, 17:06
    #9

    ციტატა: nika 54

    ციტატა: C.PC5
    განაცხადში იქნება უეჭველი და შეიძლება მეორე ტაიმიდან შემოვიდეს.


    პირიქით ჯობია პირველ ტაიმში გამოვიდეს და როგორმე გაატანინოს გუნდს, თუ უმაგისოდ პირველებმა გაგვიტანეს მერე ჩვენ კი არა რეალიც ვეღარ გაუტანს(როგორც სამი დღის წინ) მთელი გუნდი ჩადგება დაცვაში, ითამაშებენ ძალიან ხისტად და სწორედ მანდ იქნება საშიშროება ლეოს დატრამვის. ამიტომ ჯობია პირველი წუთებიდანვე ძალიან მაღალ ტემპში როგორმე ერთი გოლი მაინს გავიტანოთ, სხვა მხრივ მაგ ორანგუტანებთან თამაში ძალიან ძნელი იქნება.


    100% მართალი ხარ ! ზუსტად 100% ! მეორე ტაიმი ითამაშოსო laughing laughing რა მეორე ტაიმი ! ამ ცხოველებმა ბურთი თუ გაიტანეს მერე ჩადგებიან კარებში და წინ გაგდებული ძაღლი ინიაკი უილიამსი ეყოლებათ კონტრაზე! ამათ პირიქით ბურთი არ უნდა დაანახო იქეთ უნდა არბენინო ართმევაზე ! ლეო მაინც ითამაშებს სულ რომ ქვეყანა დაიქცეს იმიტომ რომ ეხლა ტიტულის მოგება აუცილებელია გუნდისთვის მენტალიტეტის გასამყარებლად !

  • nika 54
    schedule 16 იან 2021, 16:48
    #8

    ციტატა: C.PC5
    განაცხადში იქნება უეჭველი და შეიძლება მეორე ტაიმიდან შემოვიდეს.


    პირიქით ჯობია პირველ ტაიმში გამოვიდეს და როგორმე გაატანინოს გუნდს, თუ უმაგისოდ პირველებმა გაგვიტანეს მერე ჩვენ კი არა რეალიც ვეღარ გაუტანს(როგორც სამი დღის წინ) მთელი გუნდი ჩადგება დაცვაში, ითამაშებენ ძალიან ხისტად და სწორედ მანდ იქნება საშიშროება ლეოს დატრამვის. ამიტომ ჯობია პირველი წუთებიდანვე ძალიან მაღალ ტემპში როგორმე ერთი გოლი მაინს გავიტანოთ, სხვა მხრივ მაგ ორანგუტანებთან თამაში ძალიან ძნელი იქნება.

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 16 იან 2021, 16:00
    #7

    Don_Andresito,
    მეც მაგ აზრზე ვარ რომ არ უნდა გარისკოს მაგრამ მეორეს მხრივ ეს ტიტული სტიმული იქნება, მეტ მოტივაციას მისცემს გუნდს და არ მინდა რომ წავაგოთ თან მესის გარეშე არ მოხერხდება ეგ საქმეც მაგაშია.

  • Don_Andresito
    schedule 16 იან 2021, 14:53
    #6

    ციტატა: Nini
    მთავარია არ გაირთულოს ტრავმა თუ აწუხებს და დისკომფორტს უქმნის ჯანდაბას ეს სუპერთასი თუ ვერ ავიღებთ.ვინ დაეძებს თასს და მოგებას.


    მაგრა დაიდუხებიან რო წააგონ. თან ტიტულია მაინც, სავარაუდოდ წელს მეტ ტიტულს ვერც აიღებენ. ამიტო არ უნდა გარისკოს მესიმ უბრალოდ ცდუნება დიდია

  • BEQA BARCA
    schedule 16 იან 2021, 14:30
    #5

    ეგ ჩვენც გვინდა მარა მთავარია ტრავმა არ გაურთულდეს. 😔

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 16 იან 2021, 14:19
    #4

    მთავარია არ გაირთულოს ტრავმა თუ აწუხებს და დისკომფორტს უქმნის ჯანდაბას ეს სუპერთასი თუ ვერ ავიღებთ.ვინ დაეძებს თასს და მოგებას.

  • C.PC5
    schedule 16 იან 2021, 13:56
    #3

    განაცხადში იქნება უეჭველი და შეიძლება მეორე ტაიმიდან შემოვიდეს.

  • tigresa
    schedule 16 იან 2021, 13:18
    #2

    ჩემი აზრით თუ კიდევ აწუხებს რაიმე სახის დისკომფორტი, არ უნდა გარისკოს… თუ მოგებაა მის გარეშეც მოვიგებთ, თუ არადა რას ვიზავთ, ეს თამაში მესის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაა, რამე სერიოზული დაზიანება რომ მიიღოს მერე პსჟ-სთან წავაგებთ სასწაული ანგარიშით და უსმინე მერე ნეიმარის ბლატაობას

  • M10 S9 D11
    schedule 16 იან 2021, 13:00
    #1

    მიდი რა ლომო უეჭველი უნდა ითამაშო