ჩავი ერნანდესი და მისი “ალ სადი” ყატარის ჩემპიონატში ტრიუმფალურ სვლას ამ სეზონშიც განაგრძობენ.
13 შეხვედრაში მოპოვებული 35 ქულით, “ალ სადი” უახლოეს მდევარ “ალ დუჰაილს” 11 ქულით უსწრებს. ჩავის გუნდს ბურთების შეფარდება +41 აქვს. დღეს გამართულ შეხვედრაში კი “ალ საილია” ანგარიშით, 8-0 გაანადგურეს.
როგორც ჩანს, ესპანელი ლეგენდა 2020 წელს დაფიქსირებული შედეგის(სამი ტიტულის მოპოვება) გამეორებას აპირებს.
“ბარსას” ძველი 6-იანის ასეთი დამაჯერებლობა მის კატალონიურ გრანდში დაბრუნების სურვილს კიდევ უფრო ამძაფრებს. საპრეზიდენტო კანდიდატების მიზნებში კი ჩავის სახელი დიდი ხანია რაც მკვეთრად ფიგურირებს.




ჩავიმ თავისი გუნდით ძალიან ძლიერებს მოუგო. იმედი მაქვს მალე მოვა.
ვადევნებ ამის შედეგებს თვალს და მართლა შთამბეჭდავია, ოღონდ არავინ იცის რას იზამსესპანეთში, უფრო დიდ გუნდში. ამიტომ მინდოდა რომ მოეყვანათ ან ასისტენტად ან ლა მასიაში მწვრთნელად თავიდან და მერე კი აღზევდებოდა ბარსას მთავარ მწვრთელად❤️❤️❤️
ფონტიმ თუ გაიმარჯვა კუმანს ამწელსვე გაუშვებს
ძაან მაინტერესებს საშუალო დონის გუნდში როგორი იქნება მაგალითად რეალ ბეტისში ბურთის ფლობა და ტიკი ტაკა მაგათი სტილია
ბარსას გადამრჩენი ორი კაცია დღესდღეობით…ლაპორტა და ხავი
როდის მოვა ერთი სული მაქ. ძალიან მჯერა ჩავის. ლაპორტა მოვა და მოიყვანს უეჭველი.
მთავარია აქ რას იზავს ალ სადი არაა საზომი
ყატარის ჩემპიონატსა და ლალაიგაზე იასნა ვერანაირ პარალელს გაავლებ, მარა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, როგორი ჩავარდნა ქონდა იმ დროს ალსადს და ჩავის მისვლის შემდეგ რა ლეველზე ავიდა, ფაქტია მუშაობს ეს კაცი და თანაც ზღაპრულად.. ამიტომ იმედია როცა სახლში დაბრუნდება, მისი საფეხბურთო ხედვა და საქმე ბარსასთვისაც იდეალურად მორგებული გახდება ..
ყატარის ჩემპიონატით ვერ ვიმსჯელებთ, მაგრამ იმედია წარმატებული იქნება მისი ბარსელონური კარიერა მწვრთნელის რანგში
ახალი პრეზიდენტი იმედია ხავიზე შეაჩერებს არჩევანს და მოიყვანს ბარსელონას მწვრთნელად.
ნუ, რთულია მართლა რამის განსაზღვრა. მარა ყველა კულეს იმედი გვაქვს ხავისი, დარწმუნებული ვარ ლეგენდარული მწვრთნელი იქნება.
"ალ სადს" და "ბარსელონას" ნუ შევადარებთ ერთმანეთს, ყატარის ჩემპიონატში წარმატება დიდად ვერაფერზე მეტყველებს
პატარა პეპია მგონი ბატონი ჩავი
მალე ბარსას ჩაიბარებს და ისეთივე ლეგენდარული მწვრთნელი იქნება, როგორიც ფეხბურთელი იყო.