workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ კუმანი “ლევანტესთან” მატჩის წინ

რონალდ კუმანი “ლევანტესთან” მატჩის წინ

კატალონიის “ბარსელონას” ნიდერლანდელი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, “ლევანტესთან” დაპირისპირებამდე პრესკონფერენციას მართავს.

“ლევანტესთან” დაპირისპირება? მატჩი “კამპ ნოუზე” გაიმართება და გვსურს, რომ მეტოქეს 3 ქულის დასამსახურებლად, გოლები გავუტანოთ. მეტი ყურადღება, მონდომება, შანსებისა და სივრცეების შექმნა გვჭირდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი კვირაა.
“კადისთან” და “იუვენტუსთან” მარცხის შემდეგ, რა ცვლილებები სჭირდება კლუბს? რა თქმა უნდა, გაუმჯობესება დაცვით ასპექტებში გვჭირდება. მიუხედავად მარცხებისა, კარგად გამოვიყურებოდით. ჩემპიონთა ლიგაზე 18 შესაძლო ქულიდან, 15 მოვაგროვეთ.
რიკი პუჩი? მან “ბებერ ქალბატონთან” კარგად ითმაშა. ვნახოთ, ხვალ რა მოხდება.
“რეალისა” და “ატლეტიკოს” დაპირისპირება? ჩვენ მხოლოდ ჩვენი თამაშის მოგებაზე ვართ კონცენტრირებულნი. “ატლეტკო” ლიდერია და, რა თქმა უნდა, მისი წაგება გვაწყობს. 
გუნდი ჩემს რჩევებს არ ისმენს? განვითარება გვჭირდება, რადგან ლა ლიგაში ცუდი სიტუაცია გვაქვს. “იუვენტუსთან” კი გამოიკვეთა, რომ დაცვაში სერიოზული პრობლემებია. ახლა მხოლოდ ამ პასუხის გაცემა შემიძლია.
ყველაფრის მიუხედავად, პესიმისტურად არ ვარ განწყობილი. “იუვენტუსი” იტალიაში დავამარცხეთ.
კალენდარული წლის დასრულებამდე 5 მატჩი რჩება. როგორც ვთქვი, მარტივი მატჩები არ იქნება, თუმცა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. თუ კარგად ვითამაშებთ, ვერცერთი კლუბი ვერ მოგვერევა.
ბედნიერი ვარ. თუმცა შედეგებით უკმაყოფილო. ვნახოთ, რა იქნება იანვრიდან, როდესაც კლუბს ახალი პრეზიდენტი ეყოლება…
რა სჭირდება რიკი პუჩს? არ მინდა, რომ მოთამაშეზე ინდივიდუალურად ვისაუბრო. მწვრთნელი მხოლოდ გუნდურად აფასებს, პირველ გუნდში კი 25 ფეხბურთელი მყავს.
გუდი არარეგულარულ სიტუაციაშია. სატურნირო ცხრილის ბოლოში ყოფნა უფრო ცუდია, ვიდრე ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია. რეალისტურები უნდა ვიყოთ. დარწმუნებული ვარ, რომ თამაშების მოგება შეგვიძლია.
“კადისთან” მატჩის შემდეგ დავტუქსე თუ არა ფეხბურთელები? მოთამაშეებს ყოველთვის ვამხნევებ და პატივს ვცემ. საბოლოოდ, მათ მოკვლას არავინ აპირებს, თუ რამე შეეშლებათ.
მოთამაშეებს სათამაშო სტილი არ მოსწონთ? ცრუ ინფორმაციაა, მსგავსი რამ ჩემთვის არავის უთქვამს.
ვგრძნობ თუ არა მოთამაშეებისაგან მხარდაჭერას? დიახ, ვგრძნობ, რომ ყველა ჩემს მხარესაა.
ცვლილებები? ამ გუნდს დიდებული კლასი აქვს, თუმცა 2 დღეში ყველაფერს ვერ შეცვლი.
კლუბს რთული პერიოდი აქვს და არამარტო სპორტული კუთხით. ვხედავ, რომ მოთამაშეებს წინსვლის სურვილი აქვთ.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (26)

  • მსლ
    schedule 13 დეკ 2020, 19:37
    #26

    ესე თუ ყოველ ერთ თვეში მწვრთნელი ვცვალეთ მართლა ჩამოიშლება გუნდი. ცოტახანი დააცადეთ, თან ჰოლანდიას ცუდად არ ათამაშებდა. მერე კიდე ბარსას ლეგენდაა ბოლოს და ბოლოს.

  • Gaucho24
    schedule 13 დეკ 2020, 10:59
    #25

    ტერ შტეგენი
    დესტი არაუხო უმტიტი ალბა
    ფრენკი
    პუჩი პედრი
    კოუტინიო
    მესი გრიზმანი
    4-1-2-1-2 ცადოს კუმანმა , ფრენკს სრული თავისუფლება , პუჩის და პედრის ფლანგები და ცენტრი , კოუტინიო ფლეიმეიქერის პოზიციაზე , მესის სრული თავისუფლება და გრიზი როგორც ცრუ ფორვარდი.. ფლანგებზე დესტ და ალბა , თუმცა გუნდისთვის სიმართლე გითხრათ მნიშვნელობა არ აქვს რა წყობას ან რა შემადგენლობას აირჩევს კუმანი , გუნდს ტემპი არ აქვს , ბურთის გადაადგილების სისწრაფე , ისევე როგორც თავად ფეხბურთელების ძალიან დაბალია , სივრცეებს ვერ ავსებენ , პასის შემდეგ დგანან და არ იციან სად გაიხსნან , უბურთოდ არ მოძრაობენ , მეტოქეზე ზეწოლას არ ახდენენ , არ იციან სად გაიტყუონ და სივრცეები როგორ გახსნან უბურთოდ მოძრაობისას , ყველა თავის პოზიციაზე დგას და უბრალოდ ელოდება ბურთს , ჩაირბენს ალბა ან დესტი , პასი ფლანგზე და იმის იმედად ყოფნა რომ მცველი შეცდომას დაუშვებს ან მესი დაასწრებს და გოლს გაიტანს უბრალოდ მკვდარი ფეხბურთია , გუნდს მოგება არ უნდა , უბრალოდ თამაშობენ ჟილკისა და მოგების წყურვილის გარეშე , უბრალოდ ფულს იღებენ ამაში და არა სიამოვნებას , ასეთი გუნდი ვერაფერს მოიგებს , თუ თამაში წაუვათ მოიგებენ თუ გოლს გაუშვებენ არ იციან შემდეგ რა ქნან , თითქოს ეზარებათ თამაში , არცერთი დაქამბექებული თამაში ამ სეზონში , ეს ერთი ადამიანის ბრალი არაა , ეს ყველას ბრალია , გუნდში მოტივაცია და ინტერესი არაა , 70 წუთზე შემოსულა პუჩიმ იმაზე მეტი გააკეთა და ირბინა ვიდრე 90 წუთი დანარჩენმა ყველამ , ამ ბიჭს იუვესთან ქონდა ყველაფერი ის რაც სხვებს აკლია , ასე რომ როგორმე მოტივაცია უნდა იპოვონ , სიამოვნება უნდა მიიღონ , პირველ რიგში მესიმ , კაპიტანმა ლიდერმა , როდესაც ის ასე თამაშობს , არ აპრესინგებს არ დარბის , მოტივაცია არ აქვს , მთელი გუნდი მას ბაძავს , მესის ვერავინ ვერაფერს ეტყვის და სხვას რამე რატო უნდა უთხრა აბა , სიმართლე გითხრათ არ ვიცი ამ ბარსას რა ეშველება , ახალი პრეზიდენტი ? მესის გაყიდვა? სწორი ტრანსფერები? არ ვიცი , გუნდი დასაშლელია , ახლიდან არის ასაწყობი და მე რომ პრეზიდენტი ვიყო , ჩემზე რომ იყოს , მთლიანად გუნდს ნეიმარზე ავაწყობდი , ფეხბურთელზე რომელიც ბოლომდე იბრძვის , მოგების სურვილი კლავს , უნდა რომ საუკეთესო იყოს , 1% შანსი 99% რწმენა , ეს მისი სიტყვებია პსჟთან ქამბექში და რამდენიც არ უნდა დაიწეროს დადგმული სპექტაკლი იყოო , ვნახეთ რაც მოხდა , ნეიმარმა გაიყვანა მაშინ გუნდი შემდეგ ეტაპზე , ნეიმარს შემოქონდა თამაშში სილაღე ენერგეტიკა და კრეატივი , მისი წასვლის შემდეგ მესიც ნელ-ნელა დადგა და აღარ დარბის , არანაირი ჰოლანდი , უმაღლესი კლასია , მაგრამ ბარსას სტილის არაა , იბრა გავიხსენოთ , ჰოლანდი ბარსასთვის არაა თან მადრიდისტაა , ჰოლანდს მე პირადად ნეის ტრანსფერი მირჩევნია.. აი ცენტრფორვარდად ფატის ვიხილავდი სიამოვნებით , იდეალური იქნებოდა ჩემი აზრით , მოძრავი ენერგეტიკული კრეატიული მკვლელის ისნტიქტის მქონე ფორვარდი , მცველებს მოსვენებას რომ არ აძლევს , სწრაფი , მარცხენა ფლანგზე კვლავ მესი რომელიც არაა ვინგერი , ნახევარმცველია მაგრამ მარცხენა მცველს პრობლემებს შეუქმნის თავისუფლებას არ მისცემს როცა ეცოდინება მის ფლანგზე მესი დგას , ცენტრში ფრენკის სრული თავისუფლება , პედრი და პუჩი მონაცვლეობით სანამ დაღვინდებიან , ხანდახან ერთადაც , და აი ამ პოზიციაზე იდეალური ფეხბურთელი ვინც იქნებოდა თავიანთი აღზრდილი , ადგნენ და ლივერპულს დაუთმეს , ტიაგო ხელიდან გაუშვეს და პიანიჩი იყიდეს , არა პიანიჩს არაფერს ვერჩი მაგრამ ტიაგო ზე კლასია თან ბარსასთვის.. დაცვაში ლიდერი გვჭირდება როგორც რამოსი როგორც ვან დაიკი , როგორც პუიოლი , რომელიც არ აძლევდა სხვა მცველებს მოდუნების საშუალებას , რომელიც ყველას აფხიზლებდა ყვიროდა და მუდამ ხოდზე ყავდა ფეხბურთელები , ასეთი ვინაა დღეს ვისაც ბარსა იყიდის? არავინ.. უპამეკანო ან დე ლიხტი უნდა იყიდოს ბარსამ , ისეთები არ არიან როგორიც პუიოლი , მაგრამ ლენგლეს ორივე ბევრად ჯობს , უმტიტი თუ შევიდა ფორმაში როგორც ადრე იყო , ძალიან კარგი იქნება , ვნახოთ რა იქნება , რას იზამს ახალი პრეზიდენტი , იმედია ლაპორტა იქნება და გუნდს მოხოდავს , მანამდე კი წარმატებები

  • AGU3RO
    schedule 13 დეკ 2020, 09:23
    #24

    მოსაგებიგაქვს , კუპატ ^_^

  • sandro barca
    schedule 13 დეკ 2020, 08:43
    #23

    5-1 დღეს😒😒😒

  • Le0_Barca
    schedule 13 დეკ 2020, 00:49
    #22

    წარმატებები ბიჭებს, იმედია გავიმარჯვებთ
    ❤️VISĆA EL BARÇA Y VISĆA El ĆATALUNIA 💙

  • nikusha
    schedule 13 დეკ 2020, 00:25
    #21

    ტერ შტეგენი
    დესტი-არაუხო-ლენგლე-ალბა
    პიანიჩი-დე იონგი
    ტრინკაო-გრიზმანი-პედრი
    მესი

    გრიზმანი-ბრაითვაიტი
    პედრი-ლა დე ფუენტე
    ტრინკაო-კოუტინიო
    პიანიჩი-ბუსკეტსი
    დე იონგი-ალენია