Sport-ის ინფორმაციით, ჟერარ პიკე 4-დან 6 თვემდე იუქმებს.
“ვანდა-მეტროპოლიტანოზე” ჩატარებულმა პირველადმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ “ბარსას” მცველს მარჯვენა მუხლზე მძიმე ტრავმა აქვს, სარეაბილიტაციოდ კი ფაქტობრივად მთელი სეზონის გამოტოვება მოუწევს.
ბარსელონაში გამგზავრების შემდეგ ფეხბურთელს უფრო დეტალურად დააკვირდებიან, მაგრამ სათამაშო ეპიზოდში მუხლის დაზიანების მომენტი, პიკეს რეაქცია და ტკივილი ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა.
ამჟამინდელი ვარაუდით, ჟერარს მუხლზე ოპერაცია ესაჭიროება.
პიკეს დამტვრევა რონალდ კუმანისთვის დამატებითი თავის ტკივილია. ამ მომენტისათვის ცენტრალური მცველებიდან მის განკარგულებაში მხოლოდ კლემან ლანგლე რჩება. შესაბამისად, მთავარ მწვრთნელს მომდევნო თამაშში ფრენკი დე იონგის უკან დაწევა და ისევ დაცვის ხაზში განწესება მოუწევს.



უმტიტის აქ შანსი ახლა მაგარი ნეტა იყოს დინამოსთაან